Plasmon
ფარისებრი ჯირკვლის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ფარისებრი ჯირკვლის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია

მისამართი: ბათუმი
თარიღი: 02/06/2018

მადრალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა ფარისებრი ჯირკვლის კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გამართა

 

2 ივნისს, ბათუმში, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრის" ეგიდით ფარისებრი ჯირკვლის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ:

- ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი -კონსტანტინე მარდალეიშვილი, თემა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის აქტუალური საკითხები

- მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო მუსერიძე, თემა: ონკოლოგიურ პაციენტებში ფერტილობის შენარჩუნების გზა (დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები)

- მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ექსპერტი - გიორგი ხარებავა, თემა: ფარისებრი ჯიკვლის დაავადების მოლეკულური დიაგნოსტიკის პრინციპები

- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბელორუსიის მთავარი ონკოლოგი , თავ-კისრის ონკო-ქირურგი - იგორ ბელოცერკოვსკი, თემა: იშვიათი ნეიროენდოკრინოლოგიური თავ-კისრის სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

- ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი, მედიცინის დოქტორი - თამარ პეშკოვა, თემა: ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მართვის თანამედროვე მიდგომები. 

კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის, გურიის, სამეგრელოს სამედიცინო წარმომადგენლები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვილის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით კლინიკა "მედცენტრში" "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ "მედცენტრის" ერთობლივი უფასო კონსულტაციები გაიმართა.