გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ გერმანული ურთიერთობის ფარგლებში
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“
თარიღი: 20/04/2018
სამედიცინო კონფერენცია „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ გერმანული ურთიერთობის ფარგლებში
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი კოლეგების მხარდაჭერით 21 აპრილს ტარდება საერთაშორისო კონფერენცია „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ გერმანული ურთიერთობის ფარგლებში", აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის და მოიაზრებს საქართველოში და კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, პირველად ამიერკავკასიაში ხელოვნური გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის იმპლანტაციის გზით), რომელიც წარმოადგენს გულის გადანერგვის ალტერნატივას. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი, რეინერ კორფერი, გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფრანც ჯოსეფ იუნგი.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურეობა. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი კლინიკაა. ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
უცხოელი სტუმრები დაესწრებიან ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში კლინიკაში უახლესი სტანდარტების საოპერაციო ცენტრის გახსნას.
კონფერენცია ჩატარდა: 21 აპრილი, 11 საათი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“
საკონტაქტო პირი:
ტატიანა გვენეტაძე
მობ: 599 56 03 42
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
სამედიცინო ცენტრების გაერთიანება „ვივო მედიქალ ჯგუფი’’