„ლილაროუზი“, „გუდქური“, „ბოდი ნატური“, 1902– მილ ფლორი - უმაღლესი ხარისხის ევროპული თავის მოვლის საშუალებები „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში
მისამართი:
თარიღი: 24/07/2019
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელში უმაღლესი ხარისხის ევროპული თავის მოვლის საშუალებები გამოჩნდა -„ლილაროუზი“, „გუდქური“, „ბოდი ნატური“, 1902– მილ ფლორი
„ლილაროუზი“, „გუდქური“, „ბოდი ნატური“, 1902- მილ ფლორი - სულ რამდენიმე დღეა, ეს ცნობილი ფრანგული, იტალიური და ესპანური პროდუქტები „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა.
„ავერსი“ 25-წლიანი ისტორიის მანძილზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებით მუდმივად ანებივრებდა. წელსაც, კომპანიამ გადაწყვიტა, მოთხოვნის შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში უმაღლესი ხარისხის ევროპული თავის მოვლის საშუალებები შეეტანა.
ამ ბრენდების შესახებ კარგად იციან ევროპაში, მათ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რადგან წლებია, ხარისხს ინარჩუნებენ. ყველა მათგანი ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, პარაბენებს, სილიკონს, სულფატს და ჯანმრთელობისთვის სხვა მავნე ნივთიერებებს,
“ავერსმა“ საქართველოსთვის ახალი ბრენდების გასაცნობად, პრეზენტაცია ჩაატარა, რომელზეც უშუალოდ, ფრანგული და იტალიური კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
კომპანია „გუდქურის“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გარემოს დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ესთეტიკურ მხარეზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, დაბინძურების საწინააღმდეგო თავის მოვლის ხაზი შეექმნა.
ოზონი და მიკროსკოპული ნაწილაკები ადვილად ეკვრის კანს, ღრმად ჯდება ფორებში და ლიპიდურ ბარიერს ანადგურებს. შედეგად კანი ჭრელდება და ფერმკრთალდება. „გუდქურის“ ჯანსაღიინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტებით ნაზი, ღრმა წმენდა და მოვლა მნიშვნელოვანიაარამხოლოდ კანისთვის, არამედ მისი ბუნებრივი ბარიერისთვისაც, რომელიც ეპიდერმისს გარემოს მავნეზემოქმედებისგან იცავს.
რაც შეეხება „ლილაროუზს“, როგორც მისი სახელიც გვეუბნება, ბრენდი ყვავილების ორგანულ ექსტრაქტებზეა დამზადებული. მისი შემადგენლობა 96%-ით ნატურალურია.
„ლილაროუზის“ მრჩეველისა და დამფუძნებლის ლუკ დავიდის განმარტებით, ბრენდის არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს კანს.
„ბრენდის სავიზიტო ბარათია ვარდის, ფორთოხლის ყვავილის და ალპური ყვავილების სურნელია“, - აღნიშნა ლუკ დავიდმა, რომელიც „ლისი მერეში“ გამართულ პრეზენტაციას პირადად ესწრებოდა.
„ავერსის“ დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის თქმით, წლებია, კომპანიის გუნდი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
„ავერსი“ თავისი აფთიაქებით 25 წელზე მეტია პირველ რიგში, იმ ადამიანებს ემსახურება, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ იმ კუთხით, რომ ავად არ გახდნენ. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ისეთი პროდუქტების შემოტანა გადავწყვიტეთ, რომელიც ემსახურება ადამიანის მოვლის საშუალებებს, ჰიგიენას და ა.შ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი მომხმარებლები დადებითად შეხვდებიან ამ ფრანგულ და იტალიურ ბრენდებს და მათ პროდუქციას“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
„ავერსის“ მომხმარებლებს სააფთიაქო ქსელში „1902 მილ ფლორი“-ც დახვდებათ, რომელიც სხეულის მოვლის საშუალებათა ფრანგული ხაზია. ეს ჭეშმარიტად ფრანგული ხარისხის პროდუქცია 98%-მდე ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე პარაბენებს, სულფატებს, სილიკონს, საპონს, რაც ნიშნავს, რომ ის არ არღვევს კანის ლიპიდურ ბარიერს და, ამგვარად, ზედმიწევნით დამზოგველია სხეულისთვის. ეს ხაზი აერთიანებს ყვავილების, ხილისა და კენკრის, მათ შორის - შავი მოცხარის და ფორთოხლის ყვავილის, სურნელს.
პრემიუმკლასის ესპანური ბრენდი „ბოდი ნატური“ კი ინოვაციური ხედვით გამოირჩევა და ოც წელზე მეტია, ქმნის თმის მოცილების საშუალებათა სრულყოფილ სპექტრს. „ბოდი ნატური“ როგორც ქალების, ისე კაცების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ევროპული ბრენდების პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს უამრავი სურპრიზი დახვდათ. „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ და ილო ბეროშვილმა, რომელთაც საღამო მიჰყავდათ, სწორედ „ლილაროუზის“, „გუდქურისა“ და „1902 მილ ფლორი“-ს როდუქცია გაათამაშეს. ასევე, გათამაშდა „ავერსის“ ფიტნეს ცენტრის აბონიმენტიც. გათამაშებამდე კი პრეზენტაციაზე მისული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით მომღერლები ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი წარსდგნენ,
გათამაშების მიუხედავად, საღამოზე საჩუქრის გარეშე არცერტი სტუმარი არ დარჩენილა. ყველას მიეცა საშუალება, უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდების პროდუქცია თავად გამოსცადოს.
„ჩვენს სააფთიაქო ქსელში „ავერსში“ სულ რამდენიმე დღეა, გამოჩნდა ევროპული ბრენდები. ეს გახლავთ ფრანგული, იტალიური და ესპანური პრემიუმ კლასის ბრენდები. ერთ-ერთი არის „ლილაროუზი“, რომლის სტენდიც არის წარმოდგენილი თავისი პროდუქტებით.
ასევე, ჩვენს ქსელში წარმოდგენილია იტალიური ბრენდი „გუდქური“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად, ისეთ დამზოგველ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ჩვენს კანს გარემო დაბინძურებისგან იცავენ“, - აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ.
საღამოზე მოწვეულები იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. მის საქართველო 2003-ის გამარჯვებულმა, ირინა ონაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ჩვენი ქვეყნისთვის შედარებით ახალი ევროპული ბრენდების პროდუქცია თავად ჯერ არ დაუტესტავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სანდო და ხარისხიანი იქნება.
ზოგადად, ძალიან მიხარია, რომ ამდენი ძალიან კარგი ცნობილი ბრენდი შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ჯერ არ გამომიცდია მათი პროდუქცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი იქნება და მშვიდად შეიძლება ვიყოთ ქართველი ქალბატონები, რადგან ამდენი ხარისხიანი ბრენდის დახმარებით, შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ და მოვლილები ვიყოთ“, - აღნიშნა მან.
Beauty and the box-ის დამფუძნებლის თეონა თავართქილაძის თქმით, ის დიდი ხანია, როგორც “ლილაროუზს“, ისე „გუდქურს“ იცნობს და მათი თავის მოვლის საშუალებებით კმაყოფილია.
„სამივე ბრენდს გავეცანი, რადგან Beauty and the Box-ის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენც სწორედ, სიახლეებს ვარჩევთ. სამივე ბრენდის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული. დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბრენდი, რაც „ავერსმა“ სააფთიაქო ქსელში შეიტანა, დაბინძურებული გარემოსგან იცავს სახის კანს და ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვენლოვანია“,- განმარტა თეონა თავართქილაძემ.
პრეზენტაცია ტორტის გაჭრითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. თავის მოვლის საშუალებების მოყვარულებს კი უკვე შეუძლიათ, უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქცია „ავერსის“ ქსელში ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.