Nuk
ქალი და ეპილეფსია: ლევეტირაცეტამის პოტენციალი
ქალი და ეპილეფსია: ლევეტირაცეტამის პოტენციალი

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ვერე პალასი
თარიღი: 16/03/2011
ფარმაცევტულმა კომპანია „ აბდი იბრაჰიმმა“ ჩაატარა სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია „ქალი და ეპილეფსია: ლევეტირაცეტამის პოტენციალი“

სასტუმრო „ვერე პალასი“, ქუჩიშვილის ქ. #24/8
2011 წელი, 16 მარტი, 16:00 საათი

„შენ შეგიძლია შეცვალო პაციენტის ცხოვრება“



ღონისძიება მიეძღვნება ერთ უძველეს დაავადებას, რომელსაც ბერძნებმა ეპილეფსია უწოდეს. ხოლო ჩვენ, ქართველები კი გულყრას, ბნედას და ავზნეს ვუწოდებთ მას. ეს დაავადება სამყაროსავით ძველია და თვით ჰიპოკრატემდე აშინებდა იგი ერებს.

ეს ღონისძიება წარმოადგენს „აბდი იბრაჰიმის“ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი კომპანიის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო მედიკამენტს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ეძღვნება ხოლმე. ამჯერდაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და 2 წლის თავზე ისევ შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ ეპილეფსიაზე, ეპილეფსიით დაავდებულ ქალებზე და ლევეტირაცეტამზე (ეპიქსზე). ეპილეფსია - დაავადებაა, რომელიც პირველად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ბაბილონურ ტექსტებში აღიწერა და რომელიც ამჟამად ყველაზე ხშირ ქრონიკულ-ნევროლოგიურ დაავადებად ითვლება და სამწუხაროდ საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ სარგებლობს არაგულისხმიერი დამოკიდებულებით. ეპილეფსიის დიაგნოზი წინათაც იწვევდა და ახლაც იწვევს ავადმყოფის დათრგუნვას, ადამიანის საზოგადოებიდან გარიყვას, ოჯახების დანგრევას. ეპილეფსიით დაავადებული პიროვნება საზოგადოებიდან ყოველთვის განდგომილი და განკიცხული იყო. ეს განსაკუთრებით ეხებოდათ და ეხებათ დაავადებულ ქალებს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავდებული ქალები გაიგივებულები იყვენენ ჯადოქრებთან ან გრძნეულებთან, ამის გამო მათ კოცონზეც კი სწვავდნენ შუა საუკუნეებში. თვით მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე ამერიკის ზოგიერთ შტატში და ინგლისის ზოგიერთ საგრაფოში მოქმედებდა კანონი, რომელიც უკრძალავდა ეპილეფსიით დაავადებულებ ქალებს გათხოვებას. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება დღეს აღარ შეიმჩნვა, თუმცა გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომა ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების მიმართ ისევ ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში და როგორც წესი, ამ მხრივ, განსაკუთრებით, ეპილეფსიით დაავადებული ქალები ზიანდებიან.

გარდა საზოგადოების მხრიდან გამოხატული დისკრიმინაციისა, ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს აქვთ რამდენიმე უნიკალური პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა ეპილეფტოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ესენია:

 ** თვითონ ეპიელფსიასთან და ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან დაკავშირებული რეპროდუქციული პრობლემები.

 ** ეპილეფსიითა და ანტიკონვულსანტებით განპირობებული სქესობრივი დისფუნქცია.

** ანტიკონვულსანტების შესაძლო ნაყოფისმხრივი არასასურველი გვერდითი მოვლენები.

 ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს არის - მოხდეს ამ საინტერესო საკითხების კიდევ ერთხელ გაშუქება და ეპიქსის ადგილის გამოკვეთა ეპილეფსიით დაავადებული ქალების მკურნალობაში. 3 წელია, რაც ეპიქსი ქართულ ფარმ. ბაზარზეა. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე დაგროვდა კიდეც მისი გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება და ამიტომაც ჩვენი დღევანდელი კონფერენცია გარკვეულწილად წარმოადგენს ამ გამოცდილების შეჯამების მცდელობასაც და სათაურიც შესაბამისი შეირჩა - „ქალი და ეპილეფსია: ლევეტირაცეტამის პოტენციალი“, რადგან როგორც ირკვევა ეპიქსი საუკეთესო საშუალებაა ეპილეფსიით დაავადებული ქალებისათვის: არ იწვევს რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას, არ იწვევს ჰორმონალ - დისბალანსს, არა აქვს ნეგატიური ზეგავლენა ნაყოფზე შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა ერთ მიზანს ემსახურება - შევცვალოთ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა და მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

საქართველოში „აბდი იბრაჰიმმა“ ოპერირება 3,5 წლის წინ დაიწყო და ჯანდაცვის სფეროში უკვე მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება მოასწრო. თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავდებაა სამედიცინო მენეჯმენტის თვალსაზრისით და ჩვენი მედიკამენტი, ეპიქსი, მართლაც რომ მნიშვნელოვანი თერაპიული საშუალება აღმოჩნდა ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენი კომპანიის მიზანს: „აბდი იბრაჰიმის“ მიზანი არის ხარისხიანი, თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების შემოტანა საქართველოში. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებსაც ანალოგები პრაქტიკულად არ მოეძებნება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე (ეპიქსის მსგავსად), რისი საშუალებითაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებასა და პაციენტებს ბევრი მნიშვნელოვანი პრობემლის უკეთ გადაჭრის საშუალება მიეცემა.


პროგრამა


16:00 კონფერენციის გახსნა
რომან შაქარიშვილი - საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი

16:10 მისალმება
ოთარ თოიძე - საქართველოს პარლამენტის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის ეპილეფსიის აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი, 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ვარდუაშვილი - ფარმაცევტული კომპანია „აბდი იბრაჰიმის“ საქართველოს წარმომადგენელი

16:20 „ეპიქსის“ (ლევეტირაცეტამი) გამოყენების გამოცდილება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებშიდავით კვერნაძე - ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპილეფტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

16:40 „ეპიქსის“ (ლევეტირაცეტამი) ზეგავლენა ქალის სასქესო ჰორმონებზე სოფო კასრაძე - ნევროლოგიისა და ნეოროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი, მედიცინის დოქტორი

17:10 „ეპიქსის“ (ლევეტირაცეტამი) ზეგავლენა ელექტროენცეფალოგრაფიულ მონაცემებზე ლალი ჟიჟიაშვილი - ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

17:30 დისკუსია, დახურვა

18:00 ფურშეტი