უკეთესი არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის
06 ოქტომბერი, 2017
ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკი”-სა და ფარმაცევტული კომპანია “ფარმსახლი”-ს ორგანიზებით 2017 წლის 6 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე სასტუმრო “ამბასადორი თბილისში” გაიმართა კონფერენცია თემაზე “უკეთესი არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის”. კონფერენციაზე განხილულ იქნა გინეკოლოგიურ პრაქტიკაში არსებული პრობემების თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები.
პროგრამა:
18:00 – რეგისტრაცია
18:30 –“ევროპის არჩევანი – კომპანია ვალმარკი!” – ლელა სიხარულიძე, მარკეტინგის მენეჯერი.
18:40 “თანამედროვე ასპექტები ურო-გენიტალური დაავადებების მართვაში” - ალექსანდრე ხელაია, მედიცინის დოქტორი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, შარდის შეუკავებლობის ექსპერტი, მამაკაცის ჯანმრთელობის მართვის კაბინეტის ხელმძღვანელი, EAU, ESSM, ESHRE, ASRM წევრი.
19:00 “ქრონიკული ვენური დაავადება – რისკები და მართვის სტრატეგია” – თეა მუხურაძე, ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის ანგიოლოგი.
19:20 შეჯამება/დისკუსია
19:30 ფურშეტით მასპინძლობა
ბოლო სიახლეები
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?
საინჰალაციო პრეპარატების მნიშვნელობა ქრონიკული რესპირატორული დაავადებების თანამედროვე მართვაში
რას ნიშნავს მენჯის ორგანოების პროლაფსი და რატომ არ უნდა შევეგუოთ დისკომფორტს?
როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია
ალერგიული რინიტი და მისი მთავარი სახელმძღვანელოს ARIA გაიდლაინის ბოლო ცვლილებების შესახებ