Nuk
ალერგია ამბროზიაზე - როგორ დავიცვათ თავი ყვავილობის სეზონზე?

თარიღი: 06 აგვისტო, 2025

ამბროზიის ყვავილობის პერიოდი საშუალოდ მოიცავს აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდს. ყვავილის მტვრის მარცვლები ყველაზე მაღალი კონცენტრაციით უმეტესად აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ფიქსირდება. ყვავილობის დაწყებაზე, მტვრის მარცვლების პროდუქტიულობაზე და დამტვერვის დასრულებაზე გავლენას ახდენს კლიმატური პირობები.

 

ამბროზიის ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქიდან მძიმემდე.

 

სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება, როდესაც მტვრის რაოდენობა მაღალია, თუმცა ძალიან მგრძნობიარე პაციენტებისთვის მტვრის მარცვლების დაბალი კონცენტრაციაც საკმარისია სიმპტომების გამოსავლენად.

 

ამბროზიის ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

ცემინება

სურდო

ცრემლდენა

თვალების ქავილი

ქუთუთოების შეშუპება

ხველა

 

პოლინოზური ასთმის მქონე ადამიანებს - ასთმა, რომელიც გამოწვეულია მცენარეული ალერგენებით - შეიძლება განიცადონ:

გულმკერდის შებოჭილობა ან ქოშინი

სპაზმური ხველა

მსტვინავი ხიხინი

ალერგიის სიმპტომების გამო ძილის პრობლემები

როგორ დავადგინოთ ამბროზიის მიმართ ალერგია?

 

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ალერგია ამბროზიის მიმართ, თქვენს ექიმს შეუძლია ჩაატაროს ალერგიის ტესტები იმის დასადგენად, ხართ თუ არა მცენარის მიმართ მგრძნობიარე.

 

ყველაზე გავრცელებული ალერგიის ტესტები მოიცავს:

კანის სინჯები;

სისხლის ტესტი:

- IgE ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, რომლებიც სპეციფიკურია ამბროზიის მიმართ

-მოლეკულური დიაგნოსტიკა - მულტიალერგიული ტესტი, რომელიც გასაზღვრავს სხვადასხვა ალერგენების სხვადახსვა მოლეკულებს სისხლში

 

როგორ ვუმკურნალოთ?

რეკომენდებულია ექიმის მიერ დანიშნული ანტიალერგიული აბების, ცხვირისა და თვალის წვეთების, სასუნთქი ინჰალატორების გამოყენების დაწყება სეზონის დაწყბემდე 1-2 კვირით ადრე,რადგან უფრო ეფექტურია. თუმცა სეზონის დაწყების შემდეგაც მკურნალობა არის აუცილებელი.

 

რჩევებს ამბროზიის ზემოქმედების შესამცირებლად:

დარჩით სახლში, როცა მტვრის რაოდენობა მაღალია;

დახურეთ ფანჯრები, რათა შეამციროთ მტვრის რაოდენობა თქვენს სახლში;

შინ დაბრუნებისას გაიხადეთ გარე ტანსაცმელი,

მიიღეთ შხაპი.