თარიღი: 18 ივნისი, 2018
1.რა არის და რამდენად ეფექტურია აორტო კორონარული შუნტირება?
აორტო კორონარული შუნტირება არის ოპერაციის სახეობა, რომელიც ითვალისწინებს გულის კუნთში ადეკვატური სისხლის მიმოქცევის აღდგენას და ინფარქტის რისკის აცილებას ან მნიშვნელოვან შემცირებას , სტენოკარდიული ტკივილების მოხსნას რაც განპირობებულია კორონარული არტერიების დაზიანებით . ოპერაცია ეფექტურია საკმაოდ და ადამიანი უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს.
2. რა კატეგორიის პათოლოგიებისთვის არის ნაჩვენები აორტო კორონარული შუნტირება?
აორტო კორონარული შუნტირება ნაჩვენებია გულის იშემიური დააავადებების დროს, კორონარული არტერიების დაზიანების დროს, როცა კორონარულ არტერიებში აღინიშნება სტენოზები ანუ დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის გულის კუნთში ნორმალური არტერიული სისხლით მომარაგებას . ამ დროს კეთდება აორტო კორონარული შუნტირება, როცა ვერ კეთდება ტექნიკურად ან ბევრი დაზიანების გამო სტენტირება
3. რა გამოცდილებას ფლობს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული
ბოხუას ცენტრის გუნდს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჩატარებული გვაქვს 1500 ზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია, შუნტირების მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს მომუშავე გულზე მუშაობაში , მწვავე ინფარქტის დროს არასტაბილური სტენოკარდიის დროს როცა მაღალი რისკი ოპერაციაა, კლინიკაში არის სერიოზული ხარისხის და ინფექციის კონტროლი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ძალიან ბევრი ინფექციური გარულებები.ბოხუას ცენტრის ერთ-ერთი მთავარი დევიზი პაციენტის უსაფრთხოებაა.
4. როდის უნდა მიმართოს პაციენტმა კარდიოქირურგს?
პირველ რიგში პაციენტი გრძნობს ამას - სუნთქვის გაძნელება, სიმძიმის შეგრძნება, არ არის აუცილებელი მკერდში ტკივილით მიდიოდეს, სუნთქვა შეიძლება გაუჭირდეს ან ყელში მოაწვეს, ცოტა ცივი ოფლი დაასხას ან ყბა ეტკინოს. განსაკუთრებულად დიაბეტით დაავადებულებში არის ამის გაგება რთული, იქიდან გამომდინარე, რომ ტკივილი არ არის ამიტომ უნდა მიაქციონ სუნთქვის უკმარისობას ყურადღება და ეს უნდა აიყოს ნიშანი რომ ექიმთან მივიდეს.
როგორ უნდა იცხოვროს პაციენტმა აორტო-კორონარული შუნტირების შემდეგ?
ჩვენ პაციენტებს ყოველთვის ვეუბნებით რომ უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი, ცხოვრების წესის შეცვლა ნიშნავს რომ მიიღონ მედიკმენტები. უკვე წამოვიდა ტენდენცია რომ აქცევენ ყურადღებას ჯანრთელობას მიდიან ექიმთან სამ თვეში ერთხელ.