თარიღი: 11 თებერვალი, 2024
არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა - ორგანიზმის დეტოქსის სამი ეტაპი
ადამიანის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინების, ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი მავნე პროდუქტებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმის დეტოქსიკაციას ხელს უწყობს საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა რაციონში. ამ პროცესს კი განსაკუთრებით ასტიმულირებს - არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა - ფრანგული კომპანია არკოფარმას ფიტო პრეპარატი.
არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა წარმოადგენს ორგანიზმის დეტოქსიკაციის 30 დღიან კურსს, რომელიც შედგება სამი 10 დღიანი ეტაპისგან: 1. ღვიძლის დეტოქსი, 2. თირკმლის დეტოქსი, 3. კანის დეტოქსი.
1 ეტაპი - ღვიძლის დეტოქსის შემადგენლობაში შედის: არტიშოკი, როზმარინი, ანგელოზა და შავი ბოლოკი, 2 ეტაპი - თირკმლის დეტოქსი შედგება ბაბუაწვერას, შავი ანწლისა და შავი ბოლოკისგან, ხოლო მე-3 ეტაპის - კანის დეტოქსის შემადგენლობაშია ოროვანდისა და ჭინჭრის ექსტრაქტები. არკოფლუიდი დეტოქსის პროგრამა არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს. პრეპარატს მიღებული აქვს ორგანული პროდუქტის ნიშანი.
რაც შეეხება არკოფლუიდი დეტოქს პროგრამის მოქმედებას:
1 ეტაპი - ღვიძლის დეტოქსი: წმენდს ღვიძლს, ამზადებს მას ორგანიზმიდან ტოქსინების ელიმინაციისთვის, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. არტიშოკი - უზრუნველყოფს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას. აქვს ნაღვლმდენი ეფექტი; როზმარინი - ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას გამოყოფილი ნაღვლის მოცულობის გაზრდისა და ჰეპატოციტების დაცვის გზით. როზმარინი ასევე ცნობილია თავისი ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით; ანგელოზა - განსაკუთრებით ეფექტურია მეტეორიზმის სამკურნალოდ. იგი ხელს უშლის აირების წარმოქმნას ნაწლავებში, ხსნის მუცლის შებერილობას; შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.
2 ეტაპი - თირკმლის დეტოქსი: ახდენს თირკმლის გამწმენდი ფუნქციის სტიმულაციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას. ბაბუაწვერას ფესვი - აქვს შარდმდენი ეფექტი. უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის და შლაკების გამოყოფას; შავი ანწლი - ხელს უწყობს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას ორგანიზმიდან; შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.
3 ეტაპი - კანის დეტოქსი: უზრუნველყოფს კანის გაწმენდას და დეტოქსიკაციას. ოროვანდის ფესვი - აქვს ანტიმიკრობული, მადეზინფიცირებელი თვისებები. ხსნის ქავილს, ალერგიულ გამოვლინებებს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, წმენდს კანს. ჭინჭარი - არეგულირებს კანის დრენაჟულ ფუნქციას, ცხიმის გამომუშავებას. აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება. ასტიმულირებს კანის აღდგენას ჭრილობისა და დამწვრობის შემდეგ. აქვს ქავილისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტები. აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ამცირებს ქერტლს და თმის ცვენას.
არკოფლუიდი დეტოქსის პროგრამა მიიღება 15 წლის ასაკიდან. თითო ამპულა დღეში 1-ჯერ დასალევად.
არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34
საიტზე https://arkopharma.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09