Plasmon
არკოკაფს სპირულინას გამოყენება სეზონური ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში

თარიღი: 22 მარტი, 2022

სპირულინა წარმოადგენს უძველეს ერთუჯრედიან ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს, რომელიც ხასიათდება ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით, რაც მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარეობს. სპირულინა შეიცავს 70%-მდე ცილას, ასევე მრავალ ვიტამინსა და მიკროელემენტს. 100გ სპირულინა შეიცავს: თიამინის (B1) დღიური ნორმის 207%, რიბოფლავინის (B2) -306%, ნიაცინის (B3) - 85%, რკინის 219%, მანგანუმის 90%. სპირულინა შეიცავს 4-ჯერ მეტ რკინას უმ საქონლის ღვიძლთან შედარებით და 26-ჯერ მეტ კალციუმს რძესთან შედარებით. 100გ სპირულინა ადამიანის დღიური კალორაჟის 20%-ს შეიცავს (290კკალ).

სპირულინას დადებითი ეფექტებიდან აღსანიშნავია: ძლიერი ანთების საწინაღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები ფიკოციანინის შემცველობის გამო, აგრეთვე გამოხატული იმუნომოდულატორული,  ანტიალერგიული, ანტივირუსული მოქმედება. სპირულინა არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას. იგი ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში, ორგანიზმს ამარაგებს საჭირო რაოდენობით ენერგიით, ამცირებს დაღლილობას, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

სპირულინას ეფექტებიდან გამომდინარე მისი გამოყენება რეკომენდებულია სეზონური ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული მოქმედების გამო. ასევე გადატანილი ინფექციების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც აღმდენი, გამოფიტული ორგანიზმის აუცილებელი ნუტრიენტებით შემავსებელი საშუალება. ინ ვიტრო კვლევებით დასტურდება სპირულინას მიკრობულ-მოდულაციური აქტივობა, რომლის საფუძველზეც განიხილება ნაწლავური მიკრობიოტის აღდგენის ახალი სტრატეგია სპირულინას და პრობიოტიკების ერთობლივი გამოყენების საშუალებით.

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია - არკოფარმა გვთავაზობს პრეპარატს არკოკაფსი სპირულინა - ორგანული სპირულინას ფხვნილს კაფსულირებული ფორმით. არკოკაფსი სპირულინა გამოირჩევა იმით, რომ დღიური დოზა - 3 კაფსულა შეიცავს 1176მგ სპირულინას თალუსის ფხვნილს, რაც წარმოადგენს ეფექტურ დოზას ორგანიზმზე დადებითი ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით.

არკოკაფსი სპირულინას კაფსულები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით - იგი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, ქიმიურ დანამატებს, გმო-ს. ორგანული სპირულინას ფხვნილი მოთავსებულია კაფსულაში, რომლის გარსიც მცენარეული წარმოშობისაა. არკოკაფსი სპირულინას 100%-ით ნატურალური შემადგენლობა და უსაფრთხოება საშუალებას იძლევა, იგი გამოყენებულ იქნას ბავშვებში 6 წლის ასაკიდან, ორსულებში მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძურ დედებში.