Plasmon
არკორელაქსი ძილი - უძილობის სამკურნალო ეფექტური საშუალება

თარიღი: 19 მარტი, 2024

არკორელაქსი ძილი -  წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის მელატონინი და ბ6 ვიტამინი სამ მცენარესთან - ვალერიანი, პასიფლორა და ეშოლცია ანუ კალიფორნიულ ყაყაჩოსთან კომბინაციაში. პრეპარატის შემადგენელი მცენარეული კომპონენტების საკმაოდ მაღალი დოზები არის მისი ეფექტურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი.

მეორე ფაქტორს წარმოადგენს ინოვაციური, ორშრიანი ტაბლეტი, ინგრედიენტების ორ ეტაპად გამოთავისუფლებით: პირველ ეტაპზე ხდება მელატონინის 1მგ-ის, ვალერიანის და პასიფლორას ექსტრაქტების სწრაფი გამოთავისუფლება სწრაფი ჩაძინებისთვის; პირველი ეტაპი გრძელდება პრეპარატის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. მეორე ეტაპი კი მოიცავს მელატონინის 0,9მგ-ის, B6 ვიტამინის და ეშოლციას ექსტრაქტის გახანგრძლივებულ გამოთავისუფლებას შემდეგი 6 საათის განმავლობაში, ღამის გამოღვიძებების მინიმიზაციისთვის და სრულყოფილი ძილის უზრუნველსაყოფად. მეორე ეტაპზე მელატონინი გამოთავისუფლდება ისეთი სახით, რომ მისი გამოყოფის მრუდი იმეორებს ორგანიზმში ღამით მელატონინის ბუნებრივი გამოთავისუფლების მრუდს - პიკი მოდის ღამის 2-დან 3 საათამდე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პრეპარატს მიიღებს 11 საათზე და დაიძინებს 12 საათზე.

იმისათვის, რომ არკორელაქსი ძილის მიღების შემთხვევაში მიღებული იქნას მაქსიმალური ეფექტი, აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება და 8 საათიანი ძილის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მელატონინის დონე გამოღვიძებისას იქნება ორგანიზმში ძალიან დაბალი, რაც აუცილებელია დღის განმავლობაში ენერგიის და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

ამრიგად, არკორელაქსი ძილი წარმოადგენს უძილობის სამკურნალო ეფექტურ, ბუნებრივ საშუალებას, რომელიც არ იწვევს მიჩვევას, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, უწყვეტ ძილს ღამის გამოღვიძებების გარეშე და დღის განმავლობაში ძილიანობის არარსებობას.

არკორელაქსი ძილი უსაფრთხო პრეპარატია - იგი არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, ლაქტოზას და გლუტენს.

მიიღება დღეში 1 ტაბლეტი, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი - 15 დღე.

არკორელაქსი ძილი გამოიყენება 18 წლის ასაკიდან, მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09