Plasmon
ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში

თარიღი: 05 დეკემბერი, 2021

,,ბავშვებს პოსტკოვიდი პრაქტიკულად არ აქვთ. მათ ვირუსი საბედნიეროდ გადააქვთ მსუბუქად“ – პედიატრმა თემურ მიქელაძემ ვრცლად ისაუბრა პოსტკოვიდურ პერიოდზე ბავშვებში და განმარტა, როდის არის საჭირო კვლევების ჩატარება: 

,,განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კვლევები, რომელიც აბსოლუტურად ინვაზიურია ბავშვისთვის, ზედმეტი ტრავმის მომცემია. ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში. მე 6000-ზე მეტი პაციენტი გავატარე და 57 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა მქონდა. ეს ძალიან დაბალი რიცხვია. ამ 57 შემთხვევაშიც იყო წლამდე ასაკი, მაღალი ცხელება. უფრო მეტი იყო, როდესაც მშობელი იყო პანიკაში და თვითონ უნდოდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ა​ხლა მეტ-ნაკლებად ცდილობენ, რომ პაციენტები ბინაზე იმართონ. უფრო მეტია ბავშვებში გავრცელება. თუ მაშინ გვქონდა 10 %, ახლა 20%-ს გადასცდა და 25-30%-ზეც კი ადის ზოგიერთ დღეებში. ყველა ჰოსპიტალიზებული რომ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა, არცერთი პედიატრიული კლინიკა ამას არ ეყოფოდა.” – განაცხადა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

წყარო: https://fortuna.ge