Plasmon
Blue ლაზერი (Milesman Blauman) ჟორდანიას კლინიკაში

თარიღი: 11 მაისი, 2018

Blue ლაზერი (Milesman Blauman) ჟორდანიას კლინიკაში

Blue ლაზერი (Milesman Blauman) ჟორდანიას კლინიკაში!უახლესი თაობის ტექნოლოგიური მიღწევა კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად.

Blue ლაზერი წარმოადგენს უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად.
Blue ლაზერი (Milesman Blauman) გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორც
სისხლძარღვოვან, ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად: მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.

 

საუბრობს ჟორდანიის კლინიკის ექიმი დერმატოლოგი სოსო კობახე

1. ბატონო სოსო ამ უახლეს მეთოდზე რომ გვესაუბროთ 

ცისფერი ლაზერი წარმოადგენს უახლესი თაობის ტექნოლოგიურ მიღწევას კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაშორებლად, მისი შეღწევადობა კანის სიღრმეში ძალიან მცირეა რაც განაპირობებს ირგვლივმდებარე ქსოვილების დაცვას. 

2. რა დროს გამოიყენება?

გამოიყენება კანის მცირე წარმონაქმნებზე, როგორც სისხლძარღვოვან ასევე პიგმენტირებულზე მაგალითად :მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია, კერატოზები, ტელეანგიექტაზია, ანგიომები და ა.შ.

3 შეიძლება თუ არა ერთი სეანსით მოხდეს პრობლემის სრულად აღმოფხვრა?-
დიახ, ერთი სეანსით საკმარისია უმრავლესი პრობლემის აღმოფხვრა.

4. როგორ ტარდება პროცედურა ? 
პროცედურას სჭირდება მომზადება კანის დასუფთავება, ასეპტიკური და ანტისეპტიკური პროცედურების დაცვა. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. მოქმედება ხდება წამების განმავლობაში. 

5. არის თუ არა უსიამოვნო შეგრძნება პროცედურის შემდეგ?
- პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. შესაძლოა დაფიქსირდეს იოლი ჩხვლეტის შეგრძნება ზემგრძნობიარე პაციენტებში.

6. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
- უშუალოდ პროცედურა წამების განმავლობაში, ხოლო პაციენტის მომზადება პროცედურამდე დაახლოებით 10-15 წუთს მოითხოვს 

8. როგორ მოვუარო თავს პროცედურის შემდეგ ?
- ელემენტარული ჰიგიენის დაცვით. განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. 

10. რა განსხვავებაა სხვა ლაზერებსა და სხვა მეთოდებს შორის ?
- უმრავლეს სხვა პროცედურას სჭირდება გაუტკივარება. ელექტრო დანასა და co2 ლაზერს სჭირდება ანესთეზია. ამ ლაზერის გამოყენება შეიძლება ძალიან მცირე ელემენტებზეც (0,5-დან 3მმ-დე). შედეგი იმ წუთშივეა. სწრაფია. არ ახასიათებს სისხლდენა მაგალითად როგორც ქირურგიულ ჩარევებს.

რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ:

4 კვირა არ არის სასურველი გარუჯვა, 2 დღე არ არის სასურველი საუნა და 5 დღე პილინგი.

პროცედურის შემდეგ 4 კვირა არ არის სასურველი გარუჯვა. 

პირველი ორი დღის განმავლობაში არ არის სასურველი საუნით სარგებლობა და პილინგი

უკუჩვენება- ორსულობა და კანის კიბო, კელოიდებისკენ მიდრეკილება