Plasmon
ბრინჯი- როდის ვიყოთ ფრთხილად

თარიღი: 03 ნოემბერი, 2020

მარცვლოვანი მცენარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც ევროპაში შუა საუკუნებში მოხვდა და მას შემდეგ ბევრი ქვეყნის სამზარეულოში დაიკვიდრა ადგილი. ევროპელები მას „თეთრ ოქროს“ უწოდებდნენ. 
თავდაპირველად ამ შორეულ ეგზოტიკურ პროდუქტს მხოლოდ საზეიმო სუფრისათვის ტკბილეულობის მოსამზადებლად იყენებდნენ, თუმცა სულ მალე საყოველთაოდ გავრცელებული საკვები გახდა.

დღეს ბრინჯზე ვისაუბრებთ.
ბრინჯის მთავარი შემადგენელი ნაწილი ნახშირწყლები და ცილებია, ცხიმი ამ მარცვლეულში პრაქტიკულად არ გვხვდება.
ის არ შეიცავს გლუტენს, რის გამოც ადვილადმოსანელებელია ბავშვისათვის და ბრინჯის ფაფა ხშირად გამოიყენება, როგორც პირველი დამატებითი საკვები.
შეიცავს კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, მანგანუმს და დიდი რაოდენობით ფოფსორს.
განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათი დიდი ნაწილი მარცვლის ქერქშია თავმოყრილი. ამიტომ კანგაუცლელი ბრინჯი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, გაწმენდილი ბრინჯი. საუკეთესო გამოსავალია ორთქლით დამუშავებული ბრინჯი - მარცვალში ამ გზით თითქმის ყველა სასარგებლო ინგრედიენტი ქერქიდან მარცვალში ხვდება.
B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობა უზრუნველოყოფს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ბავშვის ზრდა-განვითარებას. იაპონელი მეცნიერების დაკვირვებით, ბრინჯის რეგულარული მიღება აუმჯობესებს კოგნიტურ სფეროს ფუნქციას ბავშვებსა და მოზრდილებში.
კალიუმის მაღალი შემცველობა გულ-სისხლაძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვისაა აუცილებელი.
ანტიოქსიდანტების, ამინომჟავებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა შავი ბრინჯი. ამ ნივთიერებების შემცველობა შავ ბრინჯში ზუსტად ისეთივეა, როგორც ყურძნის წიპწებსა და შავ ღვინოში.
ბრინჯი უხვად შეიცავს სახამებელს, ამიტომ მისი ნახარშების ან ფაფების მიღებისას კარგად ამოიფინება კუჭის ლორწოვან გარსი, რაც გაღიზიანებისაგან მის დაცას უზრუნველყოფს.

სიფრთხილე ზოგჯერ აუცილებელია
გახსოვდეთ, ჩენჩოიან ბრინჯს ადრეულ ასაკში ასაკში არ ვიყენებთ, რადგან პატარას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის ის ძნელადმოსანელებელი საკვებია. 3 წლიდან კი შეგიძლიათ გაასინჯოთ გარნირების სახით ან სალათების შემადგენლობაში.
თუ პატარას ნაწლავთა შეკრულობისაკენ აქვს მიდრეკილება, მხოლოდ ბრინჯს ნუ მისცემთ, შეეცადეთ ბრინჯის ფაფა თუ დესერტი ხილთან ან გოგრასთან ერთად შესთავაზოთ.
შეგახსენებთ, ბრინჯში დიდი რაოდენობით ნახშირწყალია, განსაკუთრებით სახამებელი, ამიტომ თუ თქვენი ბავშვი ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, ბრინჯის ხშირი მიცემა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება, შეეცადეთ ის სხვა ბურღულთან ერთად ცვალოთ რაციონში.
ბრინჯი ბავშვთა კვებისთვის 5-6 თვიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯი სხვა ბურღულეულთან შედარებით ადვილად ირთავს ნიადაგიდან დარიშხანს, ამიტომ მისი ყოველდღე მიღება საჭირო არ არის. აშშ წამლისა და საკვების სააგენტოს, ასევე ევროკომისიის რეგულაციების თანახმად, ბავშვებისათვის განკუთვნილ ბრინჯში არაორგანული დარიშხანის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მკგ/ კგზე. ბავშვთა კვების პროდუქტები ამ მხრივ გაცილებით სანდოა.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე