Plasmon

ჩვილის კანი, დედების განსაკუთრებული საზრუნავი

თარიღი: 19 თებერვალი, 2020

პროდუქტები, რომლებიც ახალშობილის კანზე პირველივე დღეებიდან უნდა გამოიყენოთ
ახალშობილის
კანი ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრულის და მისი სტრუქტურაც ჩამოუყალიბებელია. სწორედ ამიტომ არის ჩვილის კანი დედების განსაკუთრებული საზრუნავი.
კანის მრავალფეროვან ფუნქციებს შორისაა დამცავი, სუნთქვის, თერმორეგულაციის ფუნქციები. თითოეული ეს პროცესი რომ არ დაირღვეს პატარას კანს მოვლა სჭირდება. მოვლა კი განსაკუთრებულია ახალშობილის კანის თავისებურებებიდან გამომდინარე:

ახალშობილის კანის თავისებურებები:
უფრო მგრძნობიარეა გარემოს აგრესიული ფაქტორების  მიმართ
ადვილად შეღწევადია  მავნე მიკროორგანიზმებისთვის
ადვილად ზიანდება,  რაც იწვევს ინფექციის სწრაფად გავრცელებას
თერმორეგულაციური ფუნქცია არასტაბილურია, ამიტომ  სწრაფად ხდება ახალშობილის გადახურება და გადაცივება
დაუცველია UV სხივების მიმართ

პედიატრები განმარტავენ, რომ ახალშობილის კანის ბუნებრივი დაცვა, ..  ლიპიდური  ბარიერი სრულად არაა განვითარებული, ხოლო კანი მიდრეკილია სიმშრალის  და  გაღიზიანებისკენ. სწორედ ამიტომ აუცილებელია  მისი   მოვლა   სპეციალურად  ბავშვის ნაზი კანის  მოთხოვნილებების გათვალისწინებით შემუშავებული  საშუალებებით. ახალშობილისთვის რამდენიმე პროდუქტი დაგჭრდებათ. ესენია: დასაბანი საშუალება, დამატენიანებელი რძე, დამარბილებელი კრემი, საფენის ქვეშ გამოსაყენებელი კრემი.

დასაბანი საშუალება

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყოველდღე უნდა აბანაოთ. ეს არის ყოველდღური ჰიგიენური პროცედურა. ნუ გამოიყენებთ საბანაო ღრუბელს. დედის ხელი საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა ბანაობის დროს. ნაზი ხელსმა დადებითად იმოქმედებს თქვენი პატარას ნერვულ სისტემაზე. დასაბანად კი იდეალურიაბიუბხენის“ “ახალშობილის სააბაზანო საშუალება” (Baby Bad). ის დამზადებულია მცენარეული ინგრედიენტებით და ამცირებს კანის სიწითლეს, ხელს უწყობს მის ბუნებრივ დაცვით ფუნქციებს. გვირილის ნატურალური აქტიური კომპონენტების, ხორბლის პროტეინების, პანთენოლის და ჰელიოტროპინის წყალობით ნაზად ატენიანებს ბავშვის კანს. დასაბანი საშუალება არ უნდა შეიცავდეს საპონს.

dasabani


დამატენიანებელი რძე
ახალშობილის კანი განსაკუთრებულად მშრალია და მას კარგი დატენიანება სჭირდება. აუცილებელია დამატენიანებელი რძის გამოყენება ყოველი დაბანის შემდეგ, რომ კანის კიდევ უფრო გამოშრობა არ გამოიწვიოთ. ამ შემთხვევაში გამოიყენეთბიუბხენის“ „რძე“ (Milk), რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს, უნარჩუნებს ელასტიურობას და იცავს გამოშრობისგან. კარიტეს და მზესუმზირის ზეთი აღადგენს კანის დამცავ ლიპიდურ ბარიერს; პანთენოლი ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას. „ბიუბხენისპროდუქცია არ  შეიცავს მინერალურ ზეთებს, საღებავებს,  კონსერვანტებს, პარაბენებს, სინთეზურ არომატიზატორებს; არის pH ნეიტრალური და  იდეალურად შეესაბამება  ბავშვის ნაზ, დაუცველ კანს.

kanis_movla

დამარბილებელი კრემი
დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ახალშობილის სახის კანის მოვლის საშუალებები. სახის კანს კიდევ უფრო მეტი მოვლა სჭირდება, რადგან მასზე მეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი მოქმედებს,მეტად ხვდება მზის სხივი თუ ქარი. სწორედ ამიტომ უმჯობესია დამატენიანებლის პარალელურად დამარბილებელი კრემიც გამოიყენოთ. „ბიუბხების“ “სოფტი“(Soft Crème)  მისი რბილი კონსისტენციის წყალობით, ადვილად შეიწოვება კანის მიერ და ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას. ნუშის, კარიტეს და მზესუმზირის ზეთები აღადგენს კანის დამცავ ლიპიდურ ბარიერს; პანთენოლი, ჰელიოტროპინი და ვიტამინი E ატენიანებს კანს და ხელს უშლის გაღიზიანებას.

საფენის ქვეშ გამოსაყენებლი კრემი

თბილი და ნესტიანი მიკროკლიმატი საფენის ქვეშ არის იდეალური გარემო პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. სწორედ ამიტომ ხშირია საფენის არეებში სიწითლე და დამწვრობაც კი. „ბიუბხენის“ “ახალშობილის კრემი” (Baby Crème) უვლის ახალშობილის  ნაზ, მგრძნობიარე  კანს საფენის მიდამოში. მის შემადგენლობაში არსებული პანთენოლი, თუთიის ოქსიდი და გვირილის ექსტრაქტი უზრუნველყოფენ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. კარიტეს და მზესუმზირის ზეთები აღადგენენ კანის დამცავ ლიპიდურ ბარიერს. ფუტკრის ცვილი წარმოქმნის ჰაერგამტარ დამცავ ფენას, რომელიც იცავს კანს დაბინძურებისგან. გამოყენების წესი: საფენის ყოველი გამოცვლისას, კრემის თხელი ფენა წაუსვით ბავშვს კარგად გასუფთავებულ დუნდულებზე და აცადეთ შეწოვა, ვიდრე საფენს გაუკეთებთ.