თარიღი: 14 ივლისი, 2020
მოზარდის ორგანიზმში პრობიოტიკების დაბალანსებული ოდენობით არსებობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე. არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების შედეგად ზოგჯერ ნაწლავის მიკრობიოტის გარკვეული პრობიოტიკური შტამის ნაკლებობა, ან ზოგ შემთხვევაში სიჭარბე ვითარდება. რა არის დისბიოზი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ამ თემაზე სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა “კურაციოს” პედიატრიული სამსახურის უფროსს, სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიისა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრს, ბატონ თემურ მიქელაძეს მივმართეთ.
რა არის დისბიოზი და როგორია მისი სიმპტომები?
ადამიანის ორგანიზმი შედგება პრობიოტიკების ანუ „მეგობარი ბაქტერიების“, პირობითპათოგენური და მცირე რაოდენობით პათოგენური ბაქტერიებისაგან. მათი ბალანსირებული არსებობა მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც პრობიოტიკების ერთგვარი დეპოა. როდესაც ვითარდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებება, ვსუბრობთ დისბიოზზე. დისბიოზისთვის დამახასიათებელია ისეთი ნიშნები, როგორიც არის მუცლის ხშირი შებერვა, დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობა, დიარეა); გულისრევა; რეკონვალესცენციის პროცესის გახანგრძლივება ნაწლავთა მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ, ნაწლავთა დისფუნქცია, დეჰიტრატაცია; ჰიპო და ავიტამინოზი; საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა და ხშირი ავადობა. წლამდე ასაკის ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის დარღვევა ვლინდება ამოქაფებით, დეფეკაციის დარღვევით (ქაფიანი, თხევადი ან ფაფისებრი განავალი), მუცლის შებერვით, დიათეზით. ასეთი ბავშვები ძნელად იმატებენ წონას და ძილიც დარღვეული აქვთ.
რა ასაკის ბავშვებს აწუხებთ ძირითადად ეს პრობლემა და რა შეიძლება იყოს ბავშვებში მისი გამომწვევი მიზეზი?
დისბიოზის განვითარების სხვადასხვა მიზეზები არსებობს, შესაბამისად ერთი კონკრეტული გამომწვევის დასახელება რთულია. დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად მთელს მსოფლიოში გახშირებული ანტიბიოტიკოთერაპია მოისაზრება. მედიკამენტების ეს ჯგუფი უარყოფით გავლენას ახდენს ნაწლავის ბუნებრივი მიკრობიოტის ბალანსზე, იწვევს ე.წ „მეგობარი ბაქტერიების“ ანუ პრობიოტიკების რაოდენობრ ცვლილებას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაზე. ასაკობრივად კი დისბიოზი შესაძლოა აღინიშნებოდეს როგორც ჩვილ ბავშვთა, ისე ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილ ასაკში.
როგორ ხდება დისბიოზის პრევენცია და მკურნალობა?
დისბიოზის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. საყურადღებოა, რომ მოვახდინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალიზაცია და მინიმუმადე დაყვანა. მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნაწლავური მიკრობიოტის კოლონიზაციის გაძლიერება და პრობიოტიკების ბალანსის აღდგენაა. WGO-მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციამ, WHO-ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და FDA-აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და სამკურნალწამლო საშუალებების კონტროლის დეპარტამენტმა პრობიოტიკებს მიანიჭა GRAS (უსაფრთხო პროდუქტების) სტატუსი.
რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ პრობიოტიკებს?
ამერიკის შეერთებულ შტატებში FDA-ს მიერ შემოწმდა 656 პრობიოტიკების მწარმოებელი საწარმო, საიდანაც ნახევარზე მეტ შემთხვევაში აღმოჩენილ იქნა ხარვეზები შემცველობასა და აქტიური ნივთიერებებში. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ყურადღება მივაქციოთ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი პრობიოტიკული საშუალებების ხარისხს. ევროპის პედიატრ-გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოება და WGO მოგვიწოდებს, რომ პრობიოტიკული საშუალებების შერჩევისას გათვალისწინებული იყოს ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა: პრობიოტიკის მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა – გააჩნია თუ არა მას ხარისხის წარმოებისა და პრობიოტიკში შემავალი შტამების რეგულაცია; რა ხარისხის სერტიფკატი და აიდი პასპორტი აქვს კონკრეტულ პრობიოტიკულ შტამებს და წარმოადგენენ თუ არა კარგად, დნმ-ის დონეზე შესწავლილ მიკროორგანიზმებს; აკმაყოფილებს თუ არა GMP/GLP სტანდარტებს და დღიურ რეკომენდებულ დოზებს. ექიმების მოვალეობაა გამოიყენონ მაღალხარისხიანი, ბალანსირებული, ევროპაში აპრობირებული პრობიოტიკული ბრენდები, რომელიც დაგვეხმარება როგორც პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ისე მწვავე დიარეის, დისბიოზის, ნაწლავთა ინფექციების დროს, მაღალი თერაპიული ეფექტის მიღებაში.
როგორ დაახასიათებდით ბიოპრონ 9 პრემიუმს და იყენებთ თუ არა მას თქვენს პრაქტიკაში?
უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ ბიოპრონ 9 პრემიუმი წარმოადგენს ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ წარმოებულ მაღალი სტადარტების მქონე ბრენდს, რომელიც აპრობირებული და მიღებულია ევროპის სამედიცინო საზოგადოების მიერ. მოხარული ვარ, რომ ქართულ სამედიცინო საზოგადოებასაც მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს პრაქტიკაში გამოვიყენოთ ინოვაციური, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით შექმნილი, კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტიანი და უსაფრხო ბრენდი ბიოპრონ 9 პრემიუმი, რომელიც აკმაყოფილებს WHO-ს, FAO-სა და GMP სტანდარტებს. მასში შემავალი ბაქტერიული შტამები წარმოადგენენ ბალანსირებულ კომპლექსს ნაწლავური მიკრობიოტის სწრაფი ფორმირებისთვის და გააჩნია პრობიოტიკის ინოვაციური, მრავალშრიანი პროტექცია. ეს უზრუნველყოფს ბაქტერიების მაღალ აციდორეზისტენტობას, სწრაფ კოლონიზაციას და სიცოცხლისუნარიანობას.
ბიოპრონ 9 პრემიუმის – გამოყენება ბაქტერიული, ვირუსული (მათ შორის როტავირუსული) და შერეული ტიპის ინფექციების დროს, ბავშვებსა და მოზრდილებში აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას. ეფექტიანი და რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დისბიოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის.