Plasmon
ენერგიის დეფიციტი და მისი აღდგენის საშუალებები

თარიღი: 04 ივნისი, 2024

დაღლილობის, ანუ ენერგიის ნაკლებობის განცდა შეიძლება იყოს ნორმალური პასუხი გადაჭარბებულ ფიზიკურ ან გონებრივ აქტივობაზე, ემოციურ სტრესზე, ან ძილის ნაკლებობაზე, მაგრამ ასევე შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ ფიზიკურ ან ფსიქიკურ პრობლემაზე.

შეიძლება თუ არა ემოციებმა გამოიწვიოს დაღლილობა? დიახ, ისეთმა სტრესულმა მდგომარეობებმა, როგორიცაა: საკუთარ ჯანმრთელობაზე ნერვიულობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სამსახურებრივი სტრესი, ფინანსური პრობლემები, შესაძლოა გამოფიტვისა და ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება გამოიწვიოს.

 

ადამიანის ცხოვრების სტილი და ჩვევები ხელს უწყობს დაღლილობას:

- ძილის ნაკლებობა, გვიან დაძინება და/ან გვიან ადგომა - სრულფასოვანი ძილი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ თავი დასვენებულად და ენერგიულად ვიგრძნოთ. მნიშვნელოვანია დაძინება და გაღვიძება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს;

- კოფეინის დიდი რაოდენობა - დღიურად ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების, შოკოლადის მიღებით ორგანიზმში ხვდება კოფეინის ჭარბი რაოდენობა, რაც აუარესებს ძილს, ხელს უშლის ორგანიზმის დასვენებას და ენერგიის აღდგენას;

- ალკოჰოლი - აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედება. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება იწვევს დაღლილობის შეგრძნებას;

- ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა ვარჯიში - რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ზრდის ენერგიის დონეს. გადაჭარბებულმა ვარჯიშმა შესაბამისი დასვენების გარეშე შესაძლოა სტრესი და დაღლილობა გამოიწვიოს.

ყოველდღიური დაღლილობის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე საკვები ნივთიერებების დეფიციტმა მაშინაც კი, თუ 7 საათზე მეტს გძინავთ. დაღლილობასთან დაკაშირებულია შემდეგი საკვები ნივთიერებების დეფიციტი: რკინა, რიბოფლავინი (ვიტამინი B2), ნიაცინი (ვიტამინი B3), პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5), პირიდოქსინი (ვიტამინი B6), ფოლიუმი (ვიტამინი B9), ვიტამინი B12, ვიტამინი C, ვიტამინი D, მაგნიუმი.

ბალანსირებული კვება გულისხმობს ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების დღიური ნორმის უზრუნველყოფას. თუ ამის გაკეთება კვებით შეუძლებელია, სასურველია შევსება საკვები დანამატების საშუალებით.

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია - არკოფარმა გვთავაზობს პრეპარატს არკოკაფსი სპირულინა - ორგანული სპირულინას ფხვნილს კაფსულირებული ფორმით.

არკოკაფსი სპირულინა აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანტივირუსული მოქმედება და ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ენერგიით

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31