Plasmon
„გაჭედილი“ ცხვირი - პაციენტთა ხშირი ჩივილი

თარიღი: 06 ნოემბერი, 2020

რატომ შეიძლება გაგვეჭედოს ცხვირი წელიწადის ცივ დროს

„გაჭედილი“ ცხვირი - პაციენტთა ხშირი ჩივილია, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით:
- სიცივით, როგორც ფიზიკურ ფაქტორი
- ცხვირის წიაღების ქრონიკული დაავადებებით
- სხვადასხვა ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციებით
- საყოფაცხოვრებო ალერგენებით
- ოთახის მტვრით (გამათბობლების ჩართვა, ფანჯრების დახურვა, ხალიჩების დაგება იწვევენ „კარშიდა ალერგენების“ გააქტიურებას)
- შინაური ცხოველების ბეწვით (მათი დახურულ სივრცეში ჩვენთან ერთად ყოფნით)
- სოკოს სპორებით (მცენარეების სახლში შემოტანით)

როგორ დავიცვათ თავი:
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებები მიიღეთ ცხელი აბაზენები გამოირეცხეთ ცხვირი მარიალიანი ხსნარებიშესაძლოა ასევე თბილი კომპრესები დაგეხმაროთ ცხვირის გახსნაშითუკი ცხვირი ისევ რჩება გაჭედილი, დროულად მიმართეთ ალერგოლოგს დიაგნოზის დასადგენად და შესაბამისი მკრუნალობის დასანიშნად!!!