გაიგეთ მეტი ალერგიის შესახებ
თარიღი: 17 ივნისი, 2025
ალერგია გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე - იწვევს მრავალფეროვან სიმპტომებს, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით.
ამ ინტერვიუში განვიხილავთ ალერგიის გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, დიაგნოსტიკის მეთოდებს და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, რათა უკეთ შევისწავლოთ და ვმართოთ ეს გავრცელებული მდგომარეობა.
გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაკა რუხაძე.
ქალბატონო მაკა, - ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებულია ალერგიული დაავადებები. რომელი ფაქტორები უწყობენ ხელს ალერგიის ფართოდ გავრცელებას?
ალერგიული დაავადებების გავრცელება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება და ამას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობს. მთავარ მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
გარემოს დაბინძურება – ჰაერის, წყლისა და საკვების დაბინძურება ალერგენების რაოდენობას ზრდის. ავტომობილების გამონაბოლქვი, ინდუსტრიული ნარჩენები და მტვერი მნიშვნელოვანი ტრიგერები არიან.
კლიმატის ცვლილება – ტემპერატურის მატება და სეზონური ცვლილების დარღვევა ხელს უწყობს მცენარეთა ყვავილობის გახანგრძლივებას და მცენარეული მტვრის მარცვლების უფრო ხანგრძლივ კონცენტრაციას ჰაერში.
მინიმალური მიკრობული ექსპოზიცია ბავშვობაში (ჰიგიენური ჰიპოთეზა) – ზედმეტად ჰიგიენური პირობები, ნაკლები კონტაქტი ბუნებასთან და ინფექციებთან, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება - ეს ყველაფერი იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობას, რის გამოც ის გადაჭარბებულად რეაგირებს.
ცხოვრების ურბანიზაცია და დახურულ სივრცეებში ყოფნა – ურბანულ გარემოში ნაკლები ბუნებრივი სივრცეა და უფრო ხშირია მტვრის ტკიპები, ობის სოკოები, ცხოველების ეპითელიუმი, ექსკრემენტები და სხვა კარშიდა ალერგენები.
ცხოვრების წესი და კვება – თანამედროვე კვების რაციონში მომატებულია კონსერვანტები, ხელოვნური საღებავები და ქიმიური დანამატები.
გენეტიკური ფაქტორი – ალერგიები ხშირად ოჯახური მახასიათებელია. მშობლებს თუ აქვთ ალერგიული დაავადებები, შვილებსაც უვითარდებათ მათ მიმართ წინასწარგანწყობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება - უკეთესი დიაგნოსტიკა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ალერგიული დაავადებების შესახებ ზრდის მათი გამოვლენის სიხშირეს.
რა სახის ალერგიული დაავადებებით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?
ალერგიული დაავადებები მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ტიპის რეაქციებს. ჩამოვთვლი რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ალერგიულ დაავადებას:
ატოპიური დერმატიტი:
კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ატოპიური დერმატიტის გავრცელება. მისი გამოვლინება დაკავშირებულია ქავილთან. ჩვეულებრივ იწყება ჩვილობიდან და ვლინდება კანის სიმშრალით, ეგზემატური დაზიანებით და ლიქენიფიკაციით (კანის გასქელებით).
ალერგიული რინიტი:
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. იგი ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა მომატებულად რეაგირებს გარემოში გავრცელებულ ალერგენებზე (მცენარეული მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპები, ცხოველთა ეპითელიუმი და ა.შ), რომლებიც, როგორც წესი, უვნებელია ადამიანისთვის. განასხვავებენ ალერგიული რინიტის ორ სახეობას: სეზონური ალერგიული რინიტი – სიმპტომები ვლინდება მხოლოდ წლის განსაზღვრულ პერიოდში, უმეტესად გაზაფხულზე, ხე-მცენარეთა, ბალახები/მარცვლოვნების, სარეველების ყვავილობის პერიოდში. ალერგიული რინიტი სეზონის გარეშე (პერინიალური ალერგიული რინიტი)–ალერგიის სიმპტომების გამოვლენა ხდება განურჩევლად წელიწადის დროისა. ალერგიული რინიტის სიმპტომებია: მრავალჯერადი ცემინება, უხვი გამონადენი ცხვირიდან ან/და ცხვირის გაჭედვა, ქავილი.
ალერგიული კონიუნქტივიტი:
თვალის ლორწოვანი გარსის - კონიუნქტივის ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციით. ის ხშირად თან ერთვის სხვა ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა: ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა და ატოპიური დერმატიტი. ზოგადად გამოარჩევენ ალერგიული კონიუნქტივიტის შემდეგ სახეებს: სეზონური ალერგიული კონიუნქიტივი - ხშირად ასოცირებულია ალერგიულ რინიტთან და ცნობილია ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სახელით. ის იწყება შედარებით მსუბუქი კლინიკური ჩივილებით და მწვავდება ნელ-ნელა, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
სეზონური ალერგენები მოიცავს გაზაფხულზე ხეების ყვავილობის პერიოდს, ზაფხულში ბალახები/მარცვლოვნების და შემოდგომაზე სარეველების ყვავილობას. მუდმივი წლიური ალერგიული კონიუნქტივიტი - როგორც წესი, ხასიათდება მსუბუქი კლინიკური სიმპტომებით და დაკავშირებულია კარშიდა ალერგენებთან, როგორიცაა ოთახის მტვერი, შინაური ცხოველები, სოკოვანი ალერგენები.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი:
ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივ ნაცნობ გარემო-ალერგენთან კონტაქტის დროს. მისი კლინიკური ნიშნებია: თვალების ქავილი, რომელიც წარმოადგენს წამყვან სიმპტომს და არის ძალიან შემაწუხებელი პაციენტისთვის. ასევე, ხშირად შეიძლება თან ახლდეს თვალების წვა, სიწითლე ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა-რომელიც არის წყლისებრი და არაჩირქოვანი, არის ორმხრივი, შესაძლებელია თან ახლდეს მსუბუქი ფოტოფობია (სინათლის შიში).
ურტიკარია (ჭინჭრის ციება):
კანის დაავადება, რომელიც ვლინდება კანის ქავილით და სხვადასხვა ზომის და ფორმის მოწითალო ან თეთრი ფერის ნასუსხის მსგავსი ელემენტების არსებობით.
არსებობს თუ არა დაავადების პროგრესირების რისკი, თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს?
რა თქმა უნდა, არსებობს, თუ ალერგიის სიმპტომები გაწუხებთ, თავად არ უნდა შეაფასოთ მდგომარეობა და არ უნდა დაიწყოთ თვითმკურნალობა.
ალერგენთან კონტაქტმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობის განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსია. ეს არის სწრაფად განვითარებადი და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ის შეიძლება განვითარდეს წამებში ან რამდენიმე წუთში ალერგენთან შეხების შემდეგ.
ანაფილაქსია არის სისტემური რეაქცია – რაც ნიშნავს, რომ იგი გავლენას ახდენს ორგანიზმის რამდენიმე სისტემაზე ერთდროულად. იწყება უეცრად და ვითარდება სწრაფად. მისი იგნორირება, ან დაგვიანებული მკურნალობა შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. ანაფილაქსიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია: საკვები- ალერგენები, თხილეული (განსაკუთრებით არაქისი), ზღვის პროდუქტები, ძროხის რძე, კვერცხი. ასევე, მედიკამენტები - ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ცეფალოსპორინები), ანალგეტიკები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), მწერის ნაკბენი (ფუტკარი, კრაზანა, ბზიკი) და ლატექსი. მისი სიმპტომები მრავალფეროვანია: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხიხინი, შეშუპება, ჭინჭრის ციება, პირღებინება, დიარეა,თავბრუსხვევა, გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაცემა, გონების დაკარგვა და ა.შ.
გარდა ამისა, ალერგიის სიმპტომების ხანგრძლივმა იგნორირებამ შეიძლება გააუარესოს ალერგიის მიმდინარეობა და გამოიწვიოს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების პროვოცირება, როგორიცაა ბრონქული ასთმა.
როგორია თქვენი რეკომენდაცია ალერგიული მდგომარეობების მკურნალობის დროს?
ალერგიული დაავადებების გახშირების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა იცოდნენ, როგორ მართონ ალერგიული რეაქციები. ალერგიული მდგომარეობების მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის ტიპზე, სიმძიმესა და ინდივიდუალურ ფაქტორებზე.
სპეციფიკური ალერგოდიაგნოსტიკა (კანის პრიკ-ტესტები, სისხლის შრატში სპეციფიკური IგE--ის განსაზღვრა) საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ალერგიის გამომწვევი ფაქტორები. დღეს უკვე შესაძლებელია ინდივიდუალური, გაფართოებული, დატალური ალერგენსპეციფიკური მოლეკულური დიაგნოსტიკა.
ალერგენის ამოცნობის შემდეგ მთავარი ნაბიჯია მისგან მაქსიმალურად თავის არიდება. მაგალითად,საყოფაცხოვრებო ალერგიის შემთხვევაში, საჭიროა შენობის რეგულარული სველი წესით დამუშავება, ინტერიერში რბილი ავეჯის და ქსოვილების გამოყენებაზე უარის თქმა, მტვრის, ობის და ცხოველური ალერგენების შემცირება სახლში (HEPA ფილტრაცია, ტენიანობის კონტროლი და ა.შ).
მკურნალობის მეთოდებიდან ძალიან მნიშვნელოვანია ალერგენ სპეციფიური იმუნოთერაპია, ანუ ალერგენით ვაქცინაცია. მისი საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმი ეტაპობრივად შეეგუოს „დამნაშავე" ალერგენს და მის მიმართ ტოლერანტული გახდეს.
მედიკამენტური მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
მე ჩემს პაციენტებს ხშირად ვურჩევ სუპრასტინს გარკვეულ სიტუაციებში მისი თვისებებისა და კონკრეტული უპირატესობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი თაობის ანტიჰისტამინია, იგი კვლავ რჩება სასარგებლო არჩევანად შემდეგ შემთხვევებში:
სწრაფი ეფექტი მწვავე ალერგიულ რეაქციებზე
ინექციური ფორმის არსებობა
მისი დამამშვიდებელი ეფექტი სასარგებლოა ღამით
შეიძლება გამოყენება ბავშვებში ადრეული ასაკიდან
ხელმისაწვდომობა და დაბალი ფასი
მრავალწლიანი გამოცდილება და სანდოობა.
სუპრასტინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ალერგიული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა:
ქავილი
სურდო
ცრემლდენა
გამონაყარი.
სუპრასტინს ანტიალერგიულ პრეპარატებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს, ის გამოცდილი და სანდო მოკავშირეა ალერგიასთან ბრძოლაში.
სუპრასტინი ხასიათდება სწრაფი მოქმედებით - გამოიყენება მწვავე ალერგიული რეაქციების დროს და ეფექტი აღინიშნება უკვე 15 წუთში, მაშინ, როცა სხვა პრეპარატები მოქმედებას იწყებენ 1 საათში.
აქვს ყველაზე მძლავრად გამოხატული ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
ალერგიული რინიტის (სურდოს) დროს ეფექტურად აშრობს ლორწოვანს და აღადგენს სუნთქვას.
მისი გამოყენება დაშვებულია ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.
სუპრასტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებულია 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით.
ზემოჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად სუპრასტინი ძალიან ხელმისაწვდომი პრეპარატია.
როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა სუპრასტინი ალერგიის დროს?
სუპრასტინის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და ალერგიის სიმძიმეზე:
ჩვეულებრივ, მოზრდილებს ურჩევენ თითო ტაბლეტის მიღებას დღეში 2-3-ჯერ, ხოლო ბავშვებს - ასაკის მიხედვით შემცირებული დოზით:
1-12 თვის ჩვილების დოზაა ¼ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
1 - 6 წლის ასაკში რეკომენდებულია ⅓ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
6 -14 წლის ბავშვებში მოწოდებულია ½ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.