გონების ხანმოკლე დაკარგვის რისკები, მიზეზები და მკურნალობა
თარიღი: 16 დეკემბერი, 2025
სინკოპე გონების და სხეულის ტონუსის ხანმოკლე დაკარგვაა, რომელიც თავის ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი შემცირების შედეგად ვითარდება.
დროული შეფასება მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
პრესინკოპე - სისუსტე, თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება
სინკოპე - გონების მოკლე დაკარგვა, რომელიც უმეტესად სწრაფად გაივლის
მთავარი მიზეზები:
ვაზოვაგალური (რეფლექსური) - წნევის ვარდნა, ბრადიკარდია
ორთოსტატული ჰიპოტენზია - წამოდგომისას სისხლის დაგროვება ქვედა კიდურებში
კარდიოგენული სინკოპე - გულის დაავადება (არითმია, სტენოზი, იშემია)
როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?
გონების განმეორებითი დაკარგვისას
თავბრუსხვევის ან სისუსტის ხშირი ეპიზოდების დროს
გულყრის მსგავსი მოვლენებისას
წნევის მკვეთრი ვარდნისას
გულის დაავადების ეჭვის შემთხვევაში
თოდუას კლინიკაში სინკოპეს მქონე პაციენტების მართვა ხდება მულტიფროფილურად:
კარდიოლოგი აფასებს გულის ფუნქციას, არითმიებსა და სტრუქტურულ ცვლილებებს,
ნევროლოგი - გონების დაკარგვის ნევროლოგიურ მიზეზებს. ტარდება ყველა საჭირო კვლევა და ინიშნება ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა.
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 2 57 57 57