თარიღი: 03 ნოემბერი, 2021
იცით, თუ არა, რომ ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ?
საშვილოსნოს ყელის კიბო არის ონკოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი წარმონაქმნის ფორმირება საშვილოსნოს ყელის მიდამოებში. ის ძირითადად გავრცელებულია 40-50 წლის ასაკის ქალებში. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება.
დღესდღეობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითად რისკ–ფაქტორად მიჩნეულია ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV). თუმცა, ამასთანავე, მის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი გარემოებებიც, როგორიცაა:
• სქესობრივი ცხოვრების ადრეულად (16 წლამდე) დაწყება;
• უმკურნალებელი, ე.წ. ფონური დაავადებები, როგორიცაა: საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული), ფსევდოეროზია...
• ორსულობა და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
• ხშირი აბორტები;
• რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
• კონტრაცეპტივების მოხმარება;
• თამბაქოს მოხმარება;
• იმუნიტეტის დაქვეითება...
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რომლის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ჯანმრთელი კვება წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად საკვებით მოხდეს საკმარისი რაოდენობით ისეთი ნივთიერებების მიღება, რომელთაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური მოქმედება და დადებით გავლენას ახდენენ უჯრედების გამრავლების სწორად მიმდინარეობაზე. თუმცა, ხშირად ასეთი ნივთიერებების მისაღებად საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვების მიღებაა საჭირო.
ინოვაციური, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში!
ინდონალი პარტნერი - ინდოლ-3-კარბინოლისა და რესვერატროლის სინერგიული მოქმედებით:
• იცავს ორგანიზმს უჯრედების არაკონტროლირებადი გამრავლებისგან (ეს უკანასკნელი ხშირად სიმსივნური პროცესების განვითარების საფუძველია);
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ;
• ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ბალანსის შენარჩუნებას;
• იცავს საშვილოსნოს, საკვერცხეს, სარძევე ჯირკვალს;
• გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება.
მიიღება 1 აბი 2-ჯერ დღეში, 3 თვე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 230 93 01
ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bit.ly/38a52nx
#ინოთიმი #ინდონალიპარტნერი #მიჰყევითინოვაციებს