Plasmon
იმუნიტეტის ასამაღლებელი საკვები პროდუქტები

თარიღი: 02 მაისი, 2018

იმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. ორგანიზმს ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება ცილები, მიკროელემენტები.

მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, შავი შოკოლადი. კარგი იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს. იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესის, დიდი დატვირთვის და ქრონიკული უძილობის დროს. 

იმუნიტეტს ამაღლებისათვის ძალიან ეფექტურია ყოველ დილით კონტრასტული შხაპის მიღება. ასევე სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლის მიღება.

ოპტიმიზმი ჯანსაღი იმუნური სისტემის მთავარი პირობაა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პესიმისტები უფრო ხშირად ავადდებიან.

კარგი განწყობა, სიყვარულის გამოვლინება აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და ასევე დადებითად მოქმედებს სხვებზეც.