Plasmon
ინდონალი პარტნერი

თარიღი: 29 ივნისი, 2021

იცით, თუ არა, რომ ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში?
ყოველწლიურად, საქართველოში ფიქსირდება, დაახლოებით, 1600 ძუძუს კიბოს პირველადი შემთხვევა, რაც ონკოპათოლოგიების დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

ძუძუს კიბოს  განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:
· გენეტიკური ფაქტორი - 3 და მეტი წევრის ავადობის შემთხვევები ახლო, ერთი რიგის ნათესავებში.
· გარემო-ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული მოდიფიცირება მოახდინონ ამ მიმართულებით.
· ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, გარკვეული ჰორმონული დარღვევები, ორსულობა, ლაქტაციის არ ქონა...

ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება ქალის ასაკთან ერთად. 25– წლამდე ეს პათოლოგია იშვიათია. მისი სიხშირე მკვეთრად იზრდება მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

ძუძუს კიბოს პრევენცია გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მოიცავს ჯანმრთელ კვებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად მოხდეს საკვებით საკმარისი რაოდენობით ისეთი ნივთიერებების მიღება, რომელთაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური მოქმედება და დადებით გავლენას ახდენენ უჯრედების გამრავლების სწორად მიმდინარეობაზე. თუმცა, ხშირად ასეთი ნივთიერებების მისაღებად საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვების მიღებაა საჭირო.

ინოვაციური, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომა ძუძუს კიბოს პრევენციაში!

ინდონალი პარტნერი - ინდოლ-3-კარბინოლისა და რესვერატროლის სინერგიული მოქმედებით:
- ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ბალანსის შენარჩუნებას;
- გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
- იცავს ორგანიზმს უჯრედების არაკონტროლირებადი გამრავლებისგან (ეს უკანასკნელი ხშირად სიმსივნური პროცესების განვითარების საფუძველია);
- აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ;
- იცავს სარძევე ჯირკვალს, საშვილოსნოს, საკვერცხეს.

მიიღება 1 აბი 2-ჯერ დღეში, 3 თვე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
: 032 230 93 01
ეწვიეთ ვებ-გვერდსhttps://bit.ly/38a52nx

#ინოთიმი  #ინდონალიპარტნერი #მიჰყევითინოვაციებს