Plasmon
ინფექციური ერითემა-მეხუთე დაავადება

თარიღი: 23 ივნისი, 2017

ინფექციური ერითემა-მეხუთე დაავადება

რა არის ინფექციური ერითემა? - ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადება არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ხასიათდება გამონაყარით, ცხელებითა და სხვა სიმპტომების გამოვლინებით. მისი გამომწვევია ადამიანის პარვოვირუსი.  მეხუთე დაავადება გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ის შესაძლებელია მოზრდილებშიც შეგვხვდეს. ორსულობის დროს დასნებოვნება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდს ნაყოფისათვის.

რა არის მეხუთე დაავადების სიმპტომები? - უმეტესად დაავადება მიმდინარეობდეს ასიმპტომურად ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკით. დაავადების დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში  ავადმყოფთა უმეტესობა უკეთ გრძნობს თავს.

დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს:

• ცხელება

• თავის ტკივილი

• ყელის ტკივილი

• ხველა

• ქავილი

• დისპეფსიური მოვლენები( დიარეით, გულისრევით ან ღებინებით) 

• ცემინება 

• კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) 

• კუნთების ან სახსრების ტკივილი, უკანასკნელი უფრო ხშირია მოზრდილებში ვიდრე ბავშვებში.

პირველი სიმპტომები გრძელდება 2-დან  5 დღემდე, ამის შემდეგ ვითარდება გამონაყარი სახეზე- ე.წ. „ალიყურის სიმპტომი“,შემდეგ გამონაყარი ვრცელდება  გულ-მკერდზე, ზურგზე, მკლავებსა და ფეხებზე.

ზოგჯერ გამოხატულია  ხელის, მაჯის, მუხლისა და ტერფის სახსრების მტკივნეულობა.   ბავშვები როგორც წესი უკეთ გრძნობენ თავს გამონაყარის გაჩენის  შემდეგ. ზოგჯერ გამონაყარი გაივლის და კვლავ ჩნდება. მზის შუქი, ტემპერატურის ცვლილება, ფიზიკური დატვირთვა ან სტრესი ,  შეიძლება გახდეს გამონაყარის მაპროვოცირებლი. თანმხლები დაავადებების დროს, მაგ იმუნოდეფიციტის  სხვდსხვა  ფორმების,  ან   ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისა და თალასემიის დროს -დაავადება მიმდინარეობს გაცილებით მძიმედ.

არსებობს თუ არა კვლევა მეხუთე დაავადების სადიაგნოსტიკოდ? __ ექიმმა შეიძლება გააგზავნოს პაციენტი სისხლის ანალიზზე, რომელიც მიმართულია მეხუთე დაავადების გამომწვევის აღმოსაჩენად. თუ თქვენ ხართ ორსული და აღმოგაჩნდათ მეხუთე დაავადების სიმპტომები, ან თუ გაქვსთ კონტაქტი დაავადებულთან, შეატყობინეთ თქვენს ექიმს . მან შეიძლება მოითხოვოს სისხლის ტესტი აღნიშნულ ინფექციაზე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი ახალშობილის გამოკვლევაც.

მივმართოთ  თუ არა ექიმს  მეხუთე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?  __ თუ თქვენ ბავშვს აქვს იმუნოდეფიციტი, ან სისხლის დაავადება,  ან სიმპტომები გრძელდება 1 თვეზე მეტ ხანს, _ მიმართეთ ექიმს. 

როგორ იკურნება მეხუთე დაავადება? _ მეხუთე დაავადების მქონე პაციენტთა  უმრავლესობა არ საჭიროებს მკურნალობას. თუ თქვენს ბავშვს აქვს ქავილი ან სახსრების ტკივილი ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მედიკამენტები აღნიშნული სიმპტომების მოსახსნელად. არ არსებობს სპეციფიური მკურნალობა დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგოდ.  ანტიბიოტიკები არ მოქმედებს მეხუთე დაავადების გამომწვევზე.

შეიძლება თუ არა მეხუთე დაავადების პრევენცია? _ დიახ

• დაიბანეთ ხელები ხშირად საპნით და წყლით, დაიმუშავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით.  ასწავლეთ თქვენს შვილსაც იგივე

• არ გამოიყენოთ სხვისი ჭიქა და პირადი მოხმარების საგნები.

თუ თქვენ ხართ ორსულად  და თქვენს გარშემო არის  მეხუთე დაავადებით დასნებოვნებული, მიმართეთ ექიმს ინფექციის რისკის შეფასების მიზნით. 

წყარო:http://pediatry.ge