ხშირად დასმული კითხვები მუნთან დაკავშირებით
თარიღი: 09 ნოემბერი, 2025
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დერმატოლოგი გუგული ხახუტაიშვილი პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს მუნთან დაკავშირებით
რა არის მუნი და რა იწვევს?
მუნი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის მიკროსკოპული პარაზიტი.
როგორ გადადის მუნი?
მუნი გადადის პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტით.
პირდაპირი:
კანის კანთან უშუალო ხანგრძლივი შეხება;
საერთო საწოლში ძილი;
ოჯახის წევრებს ან ახლო კონტაქტში მყოფ პირებთან უშუალო კონტაქტი;
არაპირდაპირი:
ინფიცირებული ტანსაცმლით, თეთრეული, პირსახოცით.მაშინ ,როცა ეს ნივთები დაავადებულის მიერ ახლად გამოყენებულია.
როგორ გავიგოთ მუნის არსებობის შესახებ?
წვრილწერტილოვანი წყვილი მოწითალო გამონაყარი და ნაფხანი ნაკაწრები თითებს შორის, მაჯებზე, იღლიების არეში,მუცელზე, წელისა და ზურგის არეში, სასქესო ორგანოებზე, ღამის ძლიერი ქავილი. ამათგან ორ ან სამ ლოკალიზაციაზე არესებული გამონაყარი და ქავილი საეჭვოა მუნზე.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ სწორად?
მთავარია მკურნალობა ჩაუტარდეს ერთდროულად ოჯახის ყველა წევრს. გამოყენებული სამკურნალო პრეპარატებია: პერმეტრინი 5% - მალამო,ლოსიონი, გელი; ბენზილბენზოატი 10-25% - მალამო ან გელი; გოგირდის მალამო 33% მოზრდილებში და ა.შ.
შეიძლება ბავშვი ბაღში ან სკოლაში წავიდეს მუნის დროს?
არა, არ შეიძლება მკურნალობის ჩატარების გარეშე.
როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მუნი?
ჰიგიენური ნორმების დაცვა ;
დაავადებულთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება;
ტანსაცმლისა და თეთრეულის ყოვედღიური ჰიგიენური დამუშავება;
ხელების ხშირი დაბანა;
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში ექიმთან დროული ვიზიტი.
ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდეთ 032 205 20 70