toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
ხვრინვა და ძილის დროს სუნთქვის შეჩერება - რა ემართება ამ დროს თქვენს ორგანიზმს? | ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
ხვრინვა და ძილის დროს სუნთქვის შეჩერება - რა ემართება ამ დროს თქვენს ორგანიზმს?

თარიღი: 15 აპრილი, 2026

ბევრი მიიჩნევს, რომ ხვრინვა მხოლოდ „ხმამაღალი ძილია", თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ის ხშირად სერიოზული მდგომარეობის - ობსტრუქციული ძილის აპნოეს (OSA)  ნიშანია.

 

რა ხდება სინამდვილეში? ძილის დროს სუნთქვა პერიოდულად წყდება, რაც იწვევს სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნას. შედეგად, ორგანიზმი მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება. ეს ციკლი შეიძლება ღამეში ასჯერ და მეტჯერაც კი განმეორდეს, რაც სასიცოცხლო ორგანოებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

 

რა გავლენას ახდენს ძილის აპნოე ჯანმრთელობაზე?
გული და სისხლძარღვები:
არტერიული ჰიპერტენზია (რომელიც ხშირად ძნელად ექვემდებარება მკურნალობას);
გულის რითმის დარღვევები და უკმარისობა;
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი.

 

ტვინი და ნერვული სისტემა:
დილის თავის ტკივილი და ქრონიკული დაღლილობა;
მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება;
შფოთვა, დეპრესია და ინსულტის რისკი.

 

მეტაბოლიზმი:
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და წონის მატება (სიმსუქნე).

 

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დიაგნოსტიკა აუცილებელია: 
ხმამაღალი, წყვეტილი ხვრინვა; 
სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილის დროს;
ღამის ხშირი გაღვიძება და მოუსვენარი ძილი;
დილით გამოუძინებლობის შეგრძნება და დღის განმავლობაში ძილიანობა.