თარიღი: 08 სექტემბერი, 2020
COVID-19 არის თემა, რომელზეც ახლა საუბრობს ყველა და ერთერთი კითხვა, რომელზე პასუხსაც ჩვენ ყველა ვეძებთ არის - როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან არსებული პანდემიის პირობებში? რა შეიძლება იყოს ახალი კორონა ვირუსისგან დაცვის ეფექტური საშუალება?
გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს, და რომელთაც ჩვენ ყველა უკვე ვიცავთ, ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი ფიქრობს, რომ უპრიანი იქნება ვიზრუნოთ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ახალი კორონა ვირუსი არ არის მომაკვდინებელი ყველა ინფიცირებულისთვის, ამ ეტაპზე დახურული ქეისების 80%-ში გამოსავალი იყო გამოჯანმრთელება. ანუ, რეალურად იმ ადამიანების ორგანიზმი, ვისაც იმუნიტეტი მეტ-ნაკლებად მწყობრში აქვს, ამარცხებს ვირუსს. ამავე დროს საყურადღებო სტატისტიკაა მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებში - ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, სადაც პრობლემური და ლეტალური გამოსავლის მქონე ქეისების სიჭარბის წამყვან მიზეზად უხშირეს შემთხვევაში ისევ და ისევ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იმუნოდეფიციტი სახელდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ექიმები რეკომენდაციას უწევენ იმუნომოდულაციას, მით უმეტეს ისეთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებით, როგორიც არის ლარიფანი.
რა არის იმუნომოდულაცია, რა განსხვავებაა იმუნომოდულაციას და იმუნოსტიმულაციას შორის და რომელ მათგანს მიეკუთვნება ლარიფანი?
იმუნომოდულატორები „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას, აძლიერებს „დასუსტებული“ იმუნიტეტის მუშაობას და არის შედარებით უსაფრთხო. ხოლო იმუნოსტიმულატორები ახდენს იმუნური პასუხის სტიმულაციას ნებისმიერ შემთხვევაში - რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის სტიმულატორების მიღებამდე და შედარებით უფრო ძლიერ და ხშირ გვერდით მოვლენებს და გართულებებს გვაძლევს.
რა არის ლარიფანი - იმუნომოდულატორი თუ იმუნოსტიმულატორი და რისთვის გამოიყენება ის?
ლარიფანი არის უსაფრთხო და ეფექტური იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტვირუსული მოქმედებით, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ლარიფანი ერთმანეთის პარალელურად „აფხიზლებს“ იმუნურ სისტემას და ამავე დროს ანადგურებს ვირუსებს, რომლებიც მას იქ დახვდება. ლარიფანი გამოიყენება ორგანიზმის თანდაყოლილი, ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის და ვირუსების ფართო სპექტრთან ბრძოლისთვის. ლარიფანის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც ძალიან სწრაფად ანადგურებს ისეთ ვირუსებს, როგორიცაა გრიპის 2000ზე მეტი შტამი, პაპილომა ვირუსი, ჰერპესი, რინოვრუსები (ანუ გაციების ვირუსები), ებშტეინბარის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერ ვირუსი (ანუ ჩუტყვავილას გამომწვევი), ენტეროვირუსები, ციტომეგალოვირუსი, ჰანტა-ვირუსები, კორონა-ვირუსები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცნობილი კორონა ვირუსების წინააღმდეგ ლარიფანი გამოიყენება ძალიან ეფექტურად.
კონკრეტულად როგორ მოქმედებს ლარიფანი?
ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ, ლარიფანი ააქტივებს ვირუსის ამომცნობ სპციფიურ თLღ3 რეცეპტორებს - ანუ ერთგვარ ვირუსების საწინააღმდეგო სიგნალიზაციას, რის შემედეგაც ხდება ინტერფერონების გამომუშავების სტიმულაცია, მომდევნო ნაბიჯი კი არის იმუნიტეტის ყველა რგოლის სრულად ამუშავება. რაც შეეხება მის ანტივირუსულ მოქმედებას - ლარიფანის მოლეკულა თავსდება ვირუსის უჯრედის კედელზე, გამოყოფს ნივთიერებებს (ფერმენტებს), რომლებიც არღვევს ვირუსის კედელს - რის შედეგადაც ვირუსი ნადგურდება.
რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ლარიფანს?
ლარიფანის ის ფორმები რომლებიც აქტიურად გამოიყენება ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორც წესი - არ იძლევა გვერდით მოვლენებს და მათ არ გააჩნიათ უკუჩვენებები, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ოფიციალური ინსტრუქციები, არამედ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებაც - განსაკუთრებით იმ ფორმებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება წლამდე ასაკში და ორსულებში. ეს არის შედარებით დაბალ დოზიანი ფორმები, თუმცა მიუხედავად დაბალი დოზისა - ისინი ძალიან ეფექტურია ანტივირუსული დაცვის მიმართულებით. ეს ფორმებია ლარიფანის სპრეი, მალამო, ტუჩსაცხი, საწუწნი ჟელებონები, 0,5მგ და 1,5 მგ სანთლები
როგორ დავიცვათ ლარიფანით ბავშვები და ორსულები?
ბავშვებში 1 წლამდე ვიყენებთ ლარიფანის მალამოს - ლარიფან უნგოს 0,05%-ს - ცხვირტუჩის მიდამოს დასამუშავებლად დღეში მინიმუმ ოთხჯერადი სქემით - და საბავშვო 0,5მგ სანთლებს, 1 წლიდან ვიყენებთ სპრეის და 1,5მგ რექტალურ სანთლებს, ამ ფორმების გარდა 3 წლიდან ვიყენებთ უკვე საწუწნ ჟელებონებს და ტუჩსაცხსაც და ყველა ეს ფორმა გამოიყენება ორსულებშიც. რაც შეეხება ლარიფანის მაღალ დოზიან ფორმებს 4 მგ სანთლებს და ინექციას - 18 წლამდე და ორსულებში ამ ორი ფორმის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.
ლარიფანის რომელი ფორმის გამოყენებაა მიზანშეწონილი მაღალი რისკის ჯგუფებში
მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ისეთები, როგორიცაა დიაბეტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომის (ფქოდ), ასთმის, გულის უკმარისობის, ჰიპერტონიის და სხვა დიაგნოზის მქონე პირები და ხანდაზმულები - ეს არიან გარკვეულწილად იმუნოდეფიციტის მქონე პირები, სადაც იმუნიტეტის მუშაობის მოწესრიგება თავისით ან არ ხდება ან ხდება სუსტად და მალევე დუნდება და უბრუნდება, ასე ვთქვათ, „მიძინებულ“ მდგომარეობას. რა თქმა უნდა ასეთ ჯგუფებშიც აქვს აზრის მალამოს, სპრეის და რექტალური სანთლების აქტიურ გამოყენებას - უბრალოდ ეს არის უფრო ხანგრძლივი და ხშირი კურსები, ვიდრე ახალგაზრდებში და ქრონიკული დაავადებების არ მქონე პირებში, მაგრამ ეფექტი აქაც სახეზე გვაქვს - გრიპისგან, რესპირაციული ვირუსული ინფექციებისგან დაცვის მიმართულებით.
თუმცა დღეისთვის არსებულ მსოფლიო პანდემიის პირობებში, ლარიფანის ავტორი და მწარმოებელი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ემერიტუსი გუნა ფელდმანე - რეკომენდაციას უწევს ლარიფანის ინექციების გამოყენებას ჩოVიდ-19ის პრევენციისთვის (ერთჯერადად ან კვირაში ერთხელ). საინექციო ფორმა სპეციალურად შექმნილია მძიმედ მიმდინარე, განსაკუთრებით აგრესიული, ახალი და იშვიათი ვირუსების გასანეიტრალებლად.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ ლარიფანს, როგორც უშუალოდ ჩოVიდ-19ის სპეციფიურ სამკურნალო საშუალებას, მაგრამ ავტორი თვლის, რომ ლარიფანის საშუალებით შევძლებთ შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, გამომდინარე იქიდან, რომ ლარიფანი არის ფართო სპექტრის ანტივირუსული პრეპარატი და მისი მაღალეფექტურობა აქამდე ცნობილ კორონავირუსებთან მიმართებაში დადასტურდა არაერთი კლინიკური დაკვირვებით.
ლარიფანის ინექციები ლატვიაში დარეგისტრირებულია, როგორც იმუნომოდულატორი ანტივირუსული მოქმედებით 1990 წლიდან და მას შემდეგ ის გამოიყენება ამ მიმართულებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
დღეისათვის 2019-ნჩოV მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ავტორი და მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს ლარიფანის ინექციებს და მაღალ დოზიან რექტალურ სუპოზიტორიებს ვირუსით ინფიცირების მაღალ დონეზე პროფილაქტიკისთვის ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
არის თუ არა ხელმისაწვდომი ლარიფანის პროდუტები ყველასთვის
ლარიფანის ყველა ფორმა ხელმისაწვდომია დიდი ფარმაცევტული ქსელების აფთიაქებში ყველგან@psp, @gpc, @avers, @pharmadepo, @impex, @neofarm, @saxalxo, @pharmahouse