Plasmon
შეიძლება თუ არა კოვიდ-ინფექცია გახდეს თმის ცვენის მიზეზი?

თარიღი: 13 სექტემბერი, 2021

პანდემიის პერიოდში ბევრი მოულოდნელი პრობლემის წინაშე დავდექით. მათ შორის ერთ-ერთია გაძლიერებული თმის ცვენა, რომლის სიხშირეც გაიზარდა როგორც კოვიდ-გადატანილ ადამიანებში, ასევე მათ შორისაც, ვისაც ეს ვირუსი ჯერ არ შეხებია.

თმის ცვენის გაძლიერების ასეთ ფორმას „ტელოგენ ეფლუვიუმი“ ეწოდება,  რომლის ძირითად მიზეზად სპეციალისტები სტრესს მიიჩნევენ - როგორც მენტალურს, ასევე ფიზიკურს.

პანდემიის პერიოდში თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში მენტალურ სტრესს დაავადებით გამოწვეული ფიზიკური სტრესიც ემატება.

„ტელოგენ ეფლუვიუმის“ უკეთ გასაგებად თმის ღერის ციკლს გაგაცნობთ. თმის ციკლის ზრდის ფაზას ანაგენი ეწოდება, ხოლო დასვენების ფაზას - ტელოგენი. ტელოგენის ფაზის ბოლოს თმა ცვივა და ახალი თმა  შედის ანაგენის, ანუ ზრდის ფაზაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ათეულობით ღერ თმას, მაგრამ მათ ადგილს ახალი თმა იკავებს. ამიტომ ჯანსაღი თმის მოცულობა არ მცირდება.

როდესაც მწვავე, ძლიერი სტრესული ფაქტორი ჩნდება, თმის ციკლი ირღვევა. თმის ნორმაზე დიდი რაოდენობა გადადის დასვენების, ანუ ტელოგენის ფაზაში და ცვივა. ასეთ სტრესულ ფაქტორებს მიეკუთვნება მენტალური სტრესი, მშობიარობა, ოპერაცია, ჰოსპიტალიზაცია, წონაში სწრაფი კლება და სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადება, მათ შორის კოვიდ-ინფექცია.

 

თმის ცვენის შემცირებაში, თმისა და ფრჩხილების გაძლიერებასა და გაჯანსაღებაში,  ფრანგული პრეპარატი ფორკაპილი დაგეხმარებათ.

ფორკაპილი შეიცავს ყველა იმ აუცილებელ ამინომჟავას, ვიტამინსა და მიკროელემენტს, რომლებიც აუცილებელია თმის სასიცოცხლო ციკლისათვის.

ფორკაპილის შემადგენლობაში შედის: ამინომჟავები ცისტეინი და მეთიონინი (მონაწილეობენ კერატინის სინთეზში, ანიჭებენ თმას და ფრჩხილებს სიმტკიცეს და სიძლიერეს), B6, B9, B8, B5, D3 ვიტამინები (ასტიმულირებენ თმის ფოლიკულს, აჩქარებენ თმის ზრდას, არეგულირებენ თმის და კანის ჰიდრატაციას, ანიჭებენ ბზინვარებას, აძლიერებენ ფრჩხილებს) და თუთია (აჯანსაღებს თმას, ფრჩხილებსა და კანს. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ამცირებს ცხიმიანობას, აჩერებს თმის ცვენას).

ფორკაპილის 98%-იანი ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით.

ფორკაპილი გამოიყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09