თარიღი: 23 ივნისი, 2023
11 ქიმიური ელემენტიდან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ, მაგნიუმი საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობით. ადამიანის ორგანიზმში მისი მასური წილი შეადგენს დაახლოებით 0,05%-ს. ეს თითქოს ძალიან ცოტაა. მაგრამ ნივთიერებები, რომლებიც მაგნიუმს შეიცავენ, მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა ძირითად ბიოქიმიურ პროცესში, მათ შორისაა: კუნთების მუშაობა, ნერვული უჯრედების ფუნქციონირება, ცილის სინთეზი და ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა.
რა თქმა უნდა, მაგნიუმის ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფორმირებისათვის, ანუ ბავშვთა და მოზარდობის ასაკში. ბავშვის ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა - იგი ჩამოყალიბების პროცესშია. ბავშვები უფრო მეტად ექცევიან სტრესის ზეგავლენის ქვეშ და მეტად ემოციურები არიან. ისინი შეიცნობენ სამყაროს, იმახსოვრებენ და გადაამუშავებენ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას. ამიტომ მაგნიუმის დეფიციტი ბავშვებში ძალიან სწრაფად და ნეგატიურად აისახება მათ გარემოსთან ადაპტაციაში, დასწავლასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.
მაგნიუმი ორგანიზმში ხვდება საკვებთან და წყალთან ერთად. მაგნიუმის დეფიციტის ძირითადი მიზეზი არაბალანსირებული კვებაა - ფასტფუდი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს მაგნიუმის დეფიციტის განვითარებას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტიპის საკვები არ შეიცავს სასარგებლო ინგრედიენტებს, მათში არის ისეთი ნივთიერებებიც, რომლებიც მაგნიუმის შეწოვას უშლიან ხელს და აჩქარებენ ორგანიზმიდან მის გამოდევნას.
მაგნიუმის დეფიციტი ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომების სახით: უყურადღებობა, სწრაფი გადაღლა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, ნევროზულობა, აგრესიული ქცევა, თავის ან კუნთების ტკივილი, გულის რიტმის დარღვევა, ძილის დარღვევა.
მაგნიუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა: ბალანსირებული კვება, არაჯანსაღი საკვების მინიმუმამდე შემცირება ბავშვის რაციონში, მაგნიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი არკომაგნე ბ6 შეიცავს ნატურალურ, ოკეანის ჭაობებიდან მოპოვებულ მაგნიუმის ოქსიდს და პირიდოქსინს.
არკომაგნე ბ6-ის 1 კაფსულა შეიცავს: 150მგ მაგნიუმს და 1მგ პირიდოქსინს.
არკომაგნე ბ6 მიიღება ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.
ბავშვები 6-14 წლამდე: 1 კაფსულა დღეში. ბავშვები 15 წლის ზევით და მოზრდილები: 2 კაფსულა დღეში. პრეპარატი მიიღება მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით.
მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.
მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის ქუჩა 34
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09