თარიღი: 03 აგვისტო, 2022
მაგნიუმი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტს. იგი ჩართულია ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესში და აუცილებელია უჯრედებისა და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმის დეფიციტი ბალანსირებულ კვებაზე მყოფ ჯანმრთელ ინდივიდებში საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ამ მიკროელემენტზე მოთხოვნილება იცვლება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად, ქალებში არსებობს ფიზიო-პათოლოგიური მდგომარეობები, რომლის დროსაც იზრდება მაგნიუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება.
ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო იცვლება მოთხოვნილება ენერგიის და ნუტრიენტების მიმართ. აღნიშნულ მნიშვნელოვან ეტაპებს მიეკუთვნება: ფერტილობის ასაკი, ორსულობა და ძუძუთი კვება, კლიმაქტერული პერიოდი და მოხუცებულობა. თანამედროვე საზოგადოებაში საკმაოდ ხშირია მაგნიუმის და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების არასაკმარისი მიღება საკვებთან ერთად, რაც გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში გამოვლინდება მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების სახით.
ფერტილობის ასაკში ქალების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყენებს ორალურ კონტრაცეპტივებს, რომელთა ზეგავლენა შრატის მაგნიუმის დონის დაქვეითებაზე დადასტურებულია. მაგნიუმის დეფიციტი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების და ოქსიდაციური სტრესის განვითარებას, რაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ბევრ გინეკოლოგიურ პათოლოგიას, მათ შორის პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომს და ენდომეტრიოზს.
კვლევებით დასტურდება მაგნიუმის დონის კავშირი პრემენსტრუალური სინდრომის
(პმს) განვითარებასთან. აღმოჩნდა, რომ მაგნიუმის დონე ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ პმს, გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ქალებში, ვისაც ეს სინდრომი არ აღენიშნება. მაგნიუმის, როგორც დანამატის მიღება განიხილება, როგორც პრევენციული და თერაპიული მიდგომა პმს-ის დროს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალის ორგანიზმში მაგნიუმის საჭირო დონის შენარჩუნებას ორსულობის დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ მაგნიუმის დამატებით მიღება ამცირებს ორსულთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზის - პრეეკლამპსიის განვითარების რისკს.
ფერტილობის ასაკი მთავრდება მენოპაუზით, საიდანაც იწყება ქალის ცხოვრების ახალი ფაზა. ამ პერიოდის განმავლობაში აღინიშნება კლიმაქტერული სიმპტომები, რომელთა შორისაა ვაზომოტორული, გუნება-განწყობის, ძილის ციკლის და ა.შ. ცვლილებები, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქალის სიცოცხლის სარისხზე. ზემოთაღნიშნული განპირობებულია ჰორმონული ცვლილებებით, მაგრამ ბოლო მონაცემების მიხედვით დასტურდება მაგნიუმის დადებითი ზეგავლენა არასასიამოვნო სიმპტომების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. ასევე აღსანიშნავია მაგნიუმის დადებითი ზეგავლენა პოსტმენოპაუზურ პერიოდში დეპრესიის განვითარებაზე.
შრატის მაგნიუმის ნორმალური დონე უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას ქალებში პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდებში. მტკიცებულებები აჩვენებს შრატის მაგნიუმის უფრო დაბალ დონეს ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში მათთან შედარებით, ვისაც ოსტეოპოროზი არ აღენიშნებოდათ.
მაგნიუმის შემცველი პრეპარატები და საკვები დანამატები მრავლად არის წარმოდგენილი ფარმაცევტულ ბაზარზე. თუმცა როდესაც მაგნიუმის შემცველ პრეპარატებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რომელი მარილის სახით არის წარმოდგენილი მაგნიუმი, როგორია მისი წარმოშობა, რადგან ეფექტურობა მის ბიოშეღწევადობაზეა დამოკიდებული.
ამ მხრივ განსაკუთრებულად აღვნიშნავ ფრანგული კომპანია არკოფარმას მიერ წარმოებულ პრეპარატს - არკოკეანე Mg+B6. იგი შეიცავს ოკეანის ჭაობებიდან მოპოვებულ მაგნიუმს ქლორიდის სახით, რაც ერთ-ერთ ყველაზე ადვილად შეწოვად ფორმას წარმოადგენს. პრეპარატის ბიოშეღწევადობას აძლიერებს მისი ბუნებრივი წარმოშობა და განსაკუთრებული გამოშვების ფორმა - არკოკეანე წარმოდგენილია დასალევი ხსნარის სახით ამპულებში.
არკოკეანე Mg+B6 მიიღება 6 წლის ასაკიდან. მისი რეკომენდებული დოზირება შემდეგია: 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის - 1/2 ამპულა დღეში, 12 წლის ზემოთ - ერთი ამპულა დღეში. გახსნამდე რეკომენდებულია ამპულის შენჯღრევა. ამპულის შიგთავსი იხსნება 125მლ (ნახევარ ჭიქა) წყალში ან წვენში.
არკოკეანე Mg+B6 გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით - იგი სრულიად ბუნებრივი პროდუქტია, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს. დასალევ ხსნარში შემავალი დამატებითი ნივთიერება წარმოდგენილია ოკეანის წყლის სახით, ხოლო დამატკბობლად გამოყენებულია სტევიას გლიკოზიდები. არკოკეანე Mg+B6 უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.
არკოკეანე Mg+ B6 მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09