Plasmon
გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური მასაჟი ბავშვებისთის

თარიღი: 18 მარტი, 2020

ბავშვს მასაჟითან დაკავშირებით არაერთი განსხვავებული აზრი არსებობს პედიატრებში. ნაწილი მშობლებს ჩვილებისთვის პროფესიონალური მასაჟის გაკეთებას ურჩევს, ნაწილი კი აღნიშნულის წინააღმდეგია. ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ნებისმიერი ჯანმრთელი ბავშვისთვის რეკომენდებულია გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური მასაჟი, რომლის გაკეთებაც თავად დედას შეუძლია. ეს ეხმარება არა მარტო ბავშვის განვითარებას, არამედ, დედასა და შვილს შორის მეტი ემოციური კავშირის დამყარებას.


რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მასაჟი?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მასაჟის დაწყების საუკეთესო დროა 4 კვირიდან 6 თვემდე. ერთ თვემდე ასაკის ბავშვის კანი ადვილად შეღწევადია ბაქტერიებისთვის და მასზე ზედმეტ კონტაქტსა და შეხებას უნდა მოერიდოთ. ერთი თვიდან კი ბავშვს ჭიპი მომშრალი და მოშუშებული აქვს, კანი ნაკლებად მგრძნობიარეა, კანის ბარიერი უფრო ძლიერია და თავად პატარაც დადებითად რეაგირებს შეხებაზე.

 

რატომ არის მასაჟი სასარგებლო

ადუნებს კუნთებს და ხსნის სტრესს;

აუმჯობესებს ნერვულ სისტემას. ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას;

ეხმარება ბავშვს მშვიდად იძინოს: დადასტურებულია, რომ ბავშვებს მასაჟის შემდეგ უკეთესად სძინავთ.

აძლიერებს იმუნიტეტს: ვირუსების წინააღმდეგ საუკეთესი საპროფილაქტიკო საშუალება ზურგისა და მკერდის მასაჟი, ასევე ხელების ვარჯიშია. ამ დროს ხდება ფილტვების ვენტილაცია, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, რაც იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა.

როდის გავუკეთოთ მასაჟი?

მასაჟის გაკეთება რეკომენდებულია, როდესაც პატარები კარგად გამოღვიძებულები და დასვენებულები არიან. ეცადეთ, შეარჩიოთ ორ კვებას შორის შუალედი, ჭამამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე და ჭამიდან მინიმუმ 45 წუთის შემდეგ.

მასაჟი კეთდება განიავებულ ოთახში, მშვიდ გარემოში. ტემპერატურა არ უნდა იყოს 22⁰ -23⁰ С-ზე ნაკლები. მასაჟი კეთდება მყარ, თბილ ზედაპირზე. დედას უნდა ჰქონდეს სუფთა, თბილი ხელები და დაჭრილი ფრჩხილები. გამოიყენეთ მასაჟისთვის განკუთვნილი ზეთი, რომელიც უნდა შეათბოთ ხელში.

 

რომელი ზეთი გამოვიყენოთ მასაჟის დროს?

ჩვილისთვის განკუთვნილმა არასწორად შერჩეულმა პროდუქციამ შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვს, გააღიზიანოს კანი ან გამოიწვიოს ალერგია. უმჯობესია ენდოთ ევროპულ ხარისხს. ერთ-ერთ წამყვანი გერმანული ბრენდის "ბიუბხენის" შეფუთვაზე მითითებულია ინფორმაცია, რომ პროდუქცია არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, საღებავებს,  კონსერვანტებს, პარაბენებს, სინთეზურ არომატიზატორებს. არის PH ნეიტრალური და  იდეალურად შეესაბამება  ბავშვის ნაზ, დაუცველ კანს. სწორედ ამ პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. უშუალოდ მასაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ "ბიუბხენის" ახალშობილის ზეთი ან საბავშვო კოსმეტიკური ზეთი "კალენდულა". მათ შემადგენლობაში შემავალი ბიო-კალენდულას ექსტრაქტი, კარიტეს, მზესუმზირის და ნუშის ზეთები ატენიანებენ და კვებავენ კანს, ხელს უწყობენ მის რეგენერაციას.