თარიღი: 09 ოქტომბერი, 2020
სეზონის ერთ-ერთი გავრცელებული ალერგენი - მტვრის ტკიპა
შემოდგომით ალერგიის სიმპტომების გამოვლენის, ან გამწვავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ მომატებული მგრძნობელობა ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ
ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
მაღალი ტენიანობა, რომელიც ხელს უწყობს ოთახის მტვრის ტკიპების გამრავლებას;
დახურულ სივრცეში გადასვლა და შენობაში მეტი დროის გატარება;
ფანჯრებისა და დარაბების დახურვა, ოთახის ნაკლებ განიავება;
ჰაერის გამათბობლის ჩართვა;
თბილი ტანსაცმლისა თუ პლედის გადმოღება კარადიდან;
როგორ შეიძლება დავადგინოთ გვაქვს თუ არა ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ:
- კანის სინჯებით;
- სისხლში ალერგნების გამოვლენით:
- ფადიატოპით
- სპეციფიკური IgE-ის გამოვლენით მტვრის ტკიპების მიმართ
- მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი