თარიღი: 27 თებერვალი, 2019
რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედიკოებს?
რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედიკოებს? რა არის პედიატრთან მიმართვის უხშირესი მიზეზი? კითხვას - რატომ ტირის ჩემი შვილი - ყველაზე ხშირად 3 თვემდე ასაკის ბავშვების მშობლები სვამენ. ტირილის უხშირესი მიზეზი ამ ასაკში, არის ნაწლავური კოლიკა, ე.წ. „სამთვიანთა კოლიკა“ რომელიც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცელში. ტკივილს იწვევს ნაწლავის სპაზმი. იგი დაუოკებელი, უეცარი ტირილით ვლინდება. შეტევა ვითარდება ძირითადად დღის მეორე ნახევარში ან ღამით, ერთსა და იმავე დროს და გრძელდება რამოდენიმე საათის განმავლობაში. ახასიათებს სახის მკვეთრი წამოწითლება, თუმცა ცხვირ-ტუჩის არე ფერმკრთალია, მუცელი დაჭიმული და შებერილია. ბავშვები გაუჩერებლად ჭიმავენ და ხრიან ფეხებს მუცელზე მიჭერით, ტერფები უცივდებათ, ხელის მტევნებს მუშტებად კრავენ. შეტევა მთავრდება გაზების გამოყოფით ან დეფეკაციით, რის შემდეგაც უმეტეს შემთხვევაში ძალაგამოფიტულებს ეძინებათ მშვიდად და ხანგრძლივად.
კოლიკის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა ხშირად შეტევა დაკავშირებულია შიმშილთან, ან საკვების გადაჭარბებულ მიღებასთან, სწრაფად გამოწოვასთან, რასაც ახლავს აეროფაგია - ეს კი იწვევს ნაწლავის გადაბერვას. ხშირად კოლიკა ვითარდება ნაწლავური ალერგიული რეაქციების დროს. შეტევები ხშირად საღამოს საათებში ვითარდება, ვვარაუდობ, რომ ეს ძირითადად შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახურ სიტუაციებსაც. როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები საჭიროებენ მშვიდ, სიყვარულით და სითბოთი გაჯერებულ გარემოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უვითარდებათ სტრესი, რომელიც უფროს ბავშვებში ძირითადად ღებინებით ვლინდება, ხოლო ჩვილებში ნაწლავური კოლიკით. კოლიკის დროს ბავშვს დახმარება ესაჭიროება, ისინი უმწეოები არიან და ვერ უმკლავდებიან ამ ძლიერ ტკივილს, ამ დროს საჭიროა მოვუძებნოთ ბავშვს მათთვის სასურველი მდგომარეობა, გადავიყვანოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან გადავიწვინოთ მუცლით მუხლზე, დავაწვინოთ შემთბარ ბალიშზე რათა გავუთბოთ მუცელი, რაც ხელს შეუწყობს სპაზმის მოხსნას, გავუკეთოთ ოყნა ან რექტალური სანთელი. არის შემთხვევები, როდესაც შეტევა დიდხანს გრძელდება, ასეთ შემთხვევაში დამამშვიდებელი და საძილე საშუალებებიც კი გამოიყენება (რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით). თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, აუცილებელია დედის კვების მოწესრიგება, ბავშვისთვის მშვიდი, პოზიტიური და სტაბილური ემოციური გარემოს შექმნა. მშობლები ითხოვენ დახმარებას, მათ უნდათ სცადონ უსაფრთხო გაზმდენი საშუალებები, რომლებიც უხვადაა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე. მეც, ალბათ ისევე როგორც ყველა ექიმი, ვითვალისწინებ მშობლის თხოვნას და ვცდილობ შევურჩიო სიმეტიკონი, რომელიც შვებას მოუტანს პატარას. უკანასკნელ პერიოდში კმაყოფილი ვარ დიალაკის წვეთებით, სასიამოვნო ბანანის არომატით. ეს არის სიახლე, რომელმაც მოახერხა მოვეხიბლე და შემეცვალა ჩემი მიდგომა.
ახალშობილთა კოლიკის (“სამთვიანთა კოლიკა”), აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების (მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსებისა და ტკივილის დროს ახალშობილებში და ჩვილებში მიიღება 25 წვეთი (1 მლ) ყოველი კვების დროს. შეგიძლიათ დაუმატოთ ბავშვის საკვებს ბოთლში ან მისცეთ პატარას ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით). საჭიროებისას შეიძლება დიალაკის წვეთების მიღება ძილის წინაც.
ექიმი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ინგა მამუჩიშვილი