სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
კოხლეარული იმპლანტით დააფინანსება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,401
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია