თარიღი: 08 ნოემბერი, 2020
ნევროზის განვითრება უკავშირდება ღრმა ფსიქოლოგიურ კონფლიქტს, რომელიც ხელს უშლის პიროვნების ბაზისური ინტერესების დაკმაყოფლებას ან საფრთხეს უქმნის მის მომავალს, რომლის დაძლევა მას არ შეუძლია.
ნევროზის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პიროვნების როგორც ფსიქოლოგიური მახასიათებლები(პიროვნების თავისებურებანი, აღზრდა და განვითარება, სოციუმთან დამოკიდებულება), ასევე ბიოლოგიური ფაქტორები - ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების არასრულფასოვნება, რომელიც მას ხდის მოწყვლადს სტრესის მიმართ.
ნევროზის განვითარებისა და სიმპტომების შესახებ მოგვითხრობს „ავერსის კლინიკის“ ექიმი-ნევროლოგი, მაია გოდერძიშვილი.
ნევროზი კლინიკურად ვლინდება მრავალფეროვანი სიმპტომებით და შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა კლასიფიკაცია, ძირითადად გამოყოფენ შემდეგ ტიპებს:
შფოთვით - ფობიური დარღვევები
სადაც წამყვანი ჩივილია შიში, არამოტივირებული შფოთვა, ან მეტად ფოკუსირებული, თუმცა ირაციონალური ფობია ხშირად ვლინდება:
- განგაშის მდგომარეობა
- დაძაბულობა, გაღიზიანება, ნევროტულობა
- მოდუნების გაძნელება
- კუნთური დაჭიმულობა და ტკივილი
- ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, მერყევი არტერიული წნევა
- ვლინდება ფსიქოვეგეტატიური პანიკური შეტევები
იპოქონდრიული ნევროზი
რაიმე დაავადების არსებობის უსაფუძვლო შიში
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ხასაითდება:
- განემორებადი, არაკონტრლირებადი ფიქრებითა და შეგრძნებებით
- ხშირი, აკვიტებული რიტულური ქცევებით, რომლებიც აკვიატებული-ობსესიური ფიქრებით გამოწვეული დაძაბულობის განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. გვხვდება სისუფთავის, საგნების დათვლის, ხელების დაბანის აკვიატებული ქცევები
ასთენიურ ნევროზს(ასთენია ნიშნავს გამოფიტვას ) ახასიათიებს:
- აუხსნელი მუდმივი დაღლილობა
- შრომისუნარიანობის, კონცენტრაციის, ათვისების უნარების დაქვეითება
- გუნება- განწყობის ხშირი ცვალებადობა
- ცრემლიანობა
- ძილის დარღვევა
ასეთი ადამიანი თავს არიდებს სხვადასხვა აქტივობას და ამით ცდილობს შეამციროს შინაგანი კონფლიქტი.
ნევროზული დეპრესია ხასიათდება:
- დაზარალებულობის, მიტოვებულობის შეგრძნებით
- სიხარულის განცდის დაკარგვით
- ძილის დარღვევით(ჭარბი ძილანობა ან უძილობა)
სომატოფორმული ნევროზები ხასიათდება იმ შინაგანი ორგანოების ფუნქციური დარღვევით, რომლებიც რეგულირდება ავტონომიური ვეგეტატიური სისტემით (გულსისხლძარღვთა, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, ბრონქიალური, ოფლის გამომყოფი სისტემები)
ისტერიული ნევროზის დროს ვლინდება პიროვნების ხასაითობრივი თავისებურებები:
- ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი
- სხვადასხვა ნევროლოგიური და ორგანული დაავადებების იმიტაცია: სისუსტე კიდურებში, კოორდინაციის, მეტყველების, მხედველობის დარღვევები
- ცნობიერების ინტეგრაციული ფუნქციის ცლვლილებები - ფსიქოლოგიური ამნეზიები, პიროვნების გაორება და სხვა
დიაგნოზი და მკურნალობა
ნევროზი ხასიათდება განმეორებითი, გახანგრძლივებული, ქრონიკული მიმდინარეობით. იგი მნიშვნელოვნად აქვეითებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს, ადაპტაციას გარემოში, რეალიზებას ცხოვრებაში. სწორი დიაგნოსტირებისა და ადექვატური მკურნალობს პირობებში 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა მართვადი და განკურნებადია.
მკურნალობა კომპლექსურია: ფსიქოლოგიური დახმარება და მედიკამენტოზური თერაპია, რომლის შერჩევა ხდება სპეციალისტის მიერ დიაგნოზის შესაბამისად.