ორსულობა და გული
თარიღი: 20 იანვარი, 2026
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ეტაპია, თუმცა ორგანიზმისთვის სერიოზულ ფიზიოლოგიურ დატვირთვას წარმოადგენს. განსაკუთრებით იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის როლი, რადგან სწორედ გულია პასუხისმგებელი, როგორც დედის, ისე ნაყოფის სრულფასოვან მომარაგებაზე.
ორსულობის პერიოდში გულისცემის გახშირება, პულსის აჩქარება ან არტერიული წნევის ცვლილება, ხშირ შემთხვევაში, ფიზიოლოგიურია და საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვას საჭიროებს.
როდის არის აუცილებელი კარდიოლოგთან კონსულტაცია?
თუ ორსულობის დროს აღგენიშნებათ:
მცირე ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის დროსაც კი ძლიერი დაღლილობა;
სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, განსაკუთრებით მშვიდ მდგომარეობაში;
გულის მკვეთრი აჩქარება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისას;
თავბრუხვევა, გულის ფრიალი, „გულის ამოვარდნის" შეგრძნება;
პულსის მუდმივი გახშირება (100–120 დარტყმაზე მეტი წუთში), რაც დისკომფორტს იწვევს;
არტერიული წნევის მომატება ≥140/90 მმ.ვწყ.სვ.;
კიდურების მკვეთრი შეშუპება, თავის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა…
ეს შესაძლოა გულის დაავადების, ორსულთა ჰიპერტენზიის, რითმის დარღვევის ან სხვა სერიოზული მდგომარეობის ნიშანი იყოს.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ქალებს, რომლებსაც ორსულობამდე ჰქონდათ გულის დაავადება ან მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქამდე არ გამოუვლენიათ, თუმცა ორსულობამ შესაძლოა ფარული პათოლოგია გააქტიუროს.
გახსოვდეთ:
თვითმკურნალობა ორსულობის დროს დაუშვებელია. მედიკამენტების თვითნებურად მიღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს ორსულთა კარდიოლოგიურ სრულყოფილ მონიტორინგსა და მკურნალობას თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.
ჩვენი კარდიოლოგიური გუნდი მუდამ მზად არის დაგეხმაროთ, რათა თქვენი ორსულობა იყოს უსაფრთხო, მშვიდი და ჯანმრთელი - თქვენთვის და თქვენი პატარასთვის.
კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 240 23 22 ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ. №1