Plasmon
პასიურობისა და ფიზიკური აქტივობის შემცირების გარდა, კარანტინისას თავს იჩენს D ვიტამინის დეფიციტიც

თარიღი: 13 მაისი, 2020

სახლში ყოფნა და პასიურობა, შესაძლოა, გახდეს რიგი გართულებების წინაპირობა. უმოძრაობამ შეიძლება არ გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაცია, მაგრამ შეინიშნებოდეს ტკივილი, დისკომფორტი, ასიმეტრია… ზოგადად, ბავშვები გადაჩვეულები არიან ფიზიკურ აქტიურობას, კარანტინის პირობებში კი მათი პასიურობა გაორმაგდა – დღის განმავლობაში, ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობისას, ისინი რამდენიმე საათს ატარებენ კომპიუტერთან, ხოლო გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ინაცვლებენ ტელევიზორთან (ან ისევ კომპიუტერთან ჯდებიან).  ასეთ დროს თავს იჩენს ისეთი პრობლემა, როგორიც არის  ზურგის კუნთის დასუსტება. კუნთის  მუშაობა, რომელსაც სიარულისას და თამაშისას მინიმალური დატვირთვა მაინც უნდა ჰქონდეს, გაჩერებულია. ამ პასიურობის ფონზე, ბატონმა ირაკლიმ დილისა და საღამოს მარტივი ვარჯიშების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ხერხემლის პათოლოგიებს შორის სქოლიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისი პირველი ნიშნები 6 წლის ასაკიდან ჩნდება. ბეჭების ასიმეტრია, ტანდეგობის დარღვევა,  არასწორი დგომა და მენჯის ასიმეტრია ამ პრობლემაზე მიგვანიშნებს. სქოლიოზი მეტწილად გოგონების დაავადებაა და ბიჭებში ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს. სწორად წარმართული მკურნალობა აუცილებლად გულისხმობს სწორად წარმართულ ვარჯიშებსაც. მკურნალობის შედეგი კი უნდა იყოს ზურგის კუნთის გამაგრება. საჭიროა  ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და რეგულალური ვარჯიშები. მარტივი ვარჯიშების ყოველდღიურად გაკეთება ბავშვს უფრო ენერგიულს და ხალისიანს ხდის. შედეგი კი დაახლოებით 3 კვირაში ხდება შესამჩნევი.

საყურადღებოა გარდატეხის ასაკიც და ამ პერიოდში სწორი მიდგომა/მკურნალობა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური დატვირთვა, ისე დაბალანსებული კვება (ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის დაცვა). ხშირად, სწორი კვების რეჟიმის დაცვა ბავშვებს ძალიან უჭირთ. ამიტომ, საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ბალანსისთვის შეგვიძლია თავისუფლად მივცეთ D ვიტამინი, ომეგა 3, კალციუმი. ბავშვებში  „მარსიანჩიკი“ და „ვიტაფეროლი“ ძალიან კარგად მუშაობს.

გარკვეულ ასაკში ბავშვი იწყებს სწრაფ ზრდას და ეს იწვევს კუნთის ელასტიურობის დაკარგვას, დაჭიმულობას. ამ დროს სწორად შერჩეული ვიტამინების კომპლექსი და სწორი ვარჯიშები თუ არ მივაშველეთ, ტანდეგობის დარღვევას მივიღებთ. ჩამოყალიბების ეტაპზე, ბავშვებში ხშირია სახსრების, ფეხის ქუსლების ტკივილი; ტკივილი აქტიური ფიზიკური დატვირთვისას, ასევე კუნთის განასკვა (კუთის განასკვა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი დატვირთვით, ან მაგნიუმის დეფიციტით). საჭიროა წარიმართოს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, მოხდეს ვიტამინების დეფიციტის განსაზღვრა და შევსება, დაინიშნოს ფიზიოპროცედურები.

„პასიურობისა და ფიზიკური აქტივობის შემცირების გარდა, კარანტინის პერიოდში თავს იჩენს D ვიტამინის დეფიციტიც. 3 წლამდე ასაკის ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს მას როგორც საკვებიდან, ისე მზის სხივების საშუალებით. D ვიტამინის დეფიციტი მართვადია და შეგვიძლია შევავსოთ ევროპული ხარისხის ვიტამინით, „ვიტაფეროლით“ (საპროფილაქტიკო დოზა დღეში 2 წვეთი).  თუ ბავშვს დაბალანსებულ საკვებს ვერ ვაძლევთ, აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების სახით. საუბარი მაქვს „მარსიანჩიკის“ ვიტამინებზე, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ მე, ჩემი ოჯახი და ჩემი გარშემომყოფები – პაციენტები“- განაცხადა ირაკლი ვარძუკაშვილმა.

წყარო: http://beautymagazine.ge/