პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
თარიღი: 23 ივლისი, 2025
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვლინდება.
ზუსტი გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ფაქტორების ერთობლიობა ხელს უწყობს სინდრომის განვითარებას: გენეტიკური წინასწარგანწყობა,
ჭარბი წონა,
სასქესო ჰორმონების ცვლილება,
ინსულინრეზისტენტობა და სხვა.
სიმპტომები:
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
ოვულაციის შეფერხება.
აკნე-გამონაყარისახეზე,გულ-მკერდის და ზურგის მიდამოში.
ჰირსუტიზმი - სახის და სხეულის გათმიანება.
ალოპეცია - თმის ცვენა სკალპზე.
მეტაბოლური დაღვევა -წონის მატება (ვისცერალური სიმსუქნე).
აკანტოზი - მუქი შეფერილობის უბნები სხეულზე.
დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას, ასევე დაავადების სტადიისა და ფორმის განსაზღვრას.