თარიღი: 07 დეკემბერი, 2017
ქლამიდიოზი
უროგენიტალური ქლამიდიოზი ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შორის. მისი გამომწვევია chlamydia trachomatis.
ქლამიდია არის გრამუარყოფითი ბაქტერია რომელსაც გააჩნია უნიკალური ცხოვრების ციკლი. იგი იკავებს შუალედურ ადგილს ბაქტერიასა და ვირუსს შორის და შეიცავს ორივეს ძირითად თვისებებს.
ქლამიდიას გააჩნია ორი ნუკლეინის მჟავა დნმ და რნმ გრამ უარყოფითი ბაქტერიის უჯრდის კედლის შესაბამისად. ქლამიდიას არ აქვს უნარი იფუნქციონიროს უჯრედის გარეთ ისე, როგორც არ აქვს თავისი საკუთარი ატფ - ი. ასე რომ ენერგეტიკულად დამოკიდებულია სხვა უჯრედზე.
ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე ქლამიდია არ ცოცხლობს, მისი არსებობისთვის აუცილებელია ცოცხალი უჯრედული კულტურა. chlamydia trachomatis - 15 სეროტიპია გამოყოფილი. აქედან 4 იწვევს თვალის დაავადებებს, 8 - უროგენიტალურ ინფექციას ან კონიუქტივიტს, 3 - ვენერულ ლიმფოგრანულომას.
ქლამიდია ბუდობს ცილინდრულ ეპიტელზე რომელიც არის ურეთრაში, ცერვიკალურ არხში , სწორ ნაწლავში , კონიუქტივაში და ყელში (ხახაში).
საერთაშორისო კლასიფიკაციის X გადახედვით ქლამიდიური ინფექცია წარმოდგენილია შემდეგნაირად:
შარდსასქესო სისტემის ქვედა ნაწილის
► ცერვიციტი
► ცისტიტი
► ურეთრიტი
► ვულვოვაგინიტი
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და სხვა შარდ-სასქესო ორგანოების ქლამიდიური:
• ეპიდიდიმიტი
• ქალებში - მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება
• ორხიტი
• დაუდგენელი ლოკალიზაციის შარდ-სასქესო სისტემის ქლამიდიური ინფექცია.
• ანორექტალური მიდამოს ქლამიდიური ინფექცია
• ქლამიდიური ფარინგიტი
• სხვადასხვა ლოკალიზაციის ქლამიდიური ინფეცია
• ქლამიდიური ლიმფოგრანულომა
ქლამიდიის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 10-14 დღე. პაციენტები გრძნობენ წვას და გამონადენს ურეთრიდან. გამონადენი ძირითადად არის ლორწოვან-ჩირქოვანი. არსებობს ქლამიდიური ურეთრიტის უსიმპტომო მიმდინარეობარაც რომელიც ბოლო დროს ძალიან გახშირდა.
დაავადების კლასიფიკაციაში მიღებულია მისი შემდგომ ფორმებად დაყოფა:
• ახალი (შარდსასქესო ტრაქტის ქვედა ნაწილების გაურთულებელი ქლამიდიოზი)
• ქრონიკული (შარდსასქესო ტრაქტის ზედა ნაწილების და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ხანგრძლივად მიმდინარე, პერსისტირებული, რეციდივული ქლამიდიოზი)
С. Trachomatis-ი ითვლება უშვილობის განმაპირობებელ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ქალებში.
დამტკიცებულია, რომ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს, ქლამიდიოზის მიერ გამოყოფილი სითბური შოკის ცილები თავიანთი ამინომჟავური შემადგენლობით ემსგავსებიან ადამიანის სითბური შოკის ცილებს, რაც განაპირობებს აუტოიმუნური პროცესის განვითარებას და უშვილობის ჩამოყალიბებას.
С. Trachomatis გვევლინება ანტისპერმალური ანტისხეულების წარმოქმნის ხელშემწყობ ფაქტორად, რაც თავის მხრივ გვევლინება უშვილობის განმაპირობებელ ერთ-ერთ მიზეზად.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ქლამიდია ქალებში იწვევს ფალოპიუსის მილების შეწვიწროებას ან დახშობას, რის შედეგადაც ხდება სპერმატოზოიდის გამავლობის შეფერხება , რაც უშვილობის კიდევ ერთი მიზეზია.
რეიტერის სინდრომის გამომწვევი 90%-ში არის ქლამიდია, აგრეთვე შეიძლება იყოს სხვა ბაქტერიებიც. იგი ხასიათდება ტრიადით:
► ართრიტი
► ურეთრიტი
► კონიუქტივიტი
ხშირად შეიძლება გამოვლინდეს ტეტრადის სახით სადაც ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს ემატება დერმატიტი. როდესაც ვხვდებით ტეტრადას მაშინ ვიყენებთ ტერმინს რეიტერის დაავადება.
ართრიტს აქვს დამახასიათებელი კიბისებური მიმდინარეობა (ქვედა კიდურიდან ზემოთ).
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება:
1. ბაქტერიოსკოპიული კვლევა
2. ციტოლოგიური კვლევა
3. იმუნოფერმენტული კვლევა
4. იმუნოფლუორესცენტული კვლევა
5. სეროლოგიური კვლევა
6. დნმ დიაგნოსტიკა
გამოსაკვლევ მასალად გამოიყენება:
► ნაცხი ურეთრიდან
► შარდი
► სისხლი
ურეთრიდან მასალის აღება ხდება ჩხირით, რომელსაც თავზე აქვს სტერილური ბამბა, ჩხირი შეტანილ უნდა იქნას ურეთრაში 3-4 სმ-ით ვინაიდან მოხდეს ცილინდრული ეპითელიდან მასალის კარგად აღება.