Nuk
ქრონიკული ხველა

თარიღი: 17 დეკემბერი, 2025

როდესაც ხველა მოზრდილებში გრძელდება 8 კვირაზე მეტხანს და ბავშვებში 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, ის ქრონიკულ ხველად ითვლება.

 

ქრონიკული ხველის ხშირი მიზეზებია:
ბრონქული ასთმა - ხშირად ხველა ერთადერთი სიმპტომია ასთმის, ან შეიძლება სხვა სიმპტომებსაც ახლდეს თან.

 

ალერგია - ხველას, რომელიც მშრალი და არაპროდუქტიულია (არ გამოიმუშავებს ლორწოს) უწოდებენ ალერგიულ ხველას. მას ზოგჯერ აღწერენ, როგორც "მყეფავს" ან "მსტვინავს" და სპაზმურს, ანუ შეტევითი ხასიათის ხველა, რომელიც შეიძლება ღებინებითაც კი დასრულდეს.

 

ალერგიული ხველა ალერგენთან არის დაკავშირებული, მაგ. დახურული სივრცეში ხველის მიზეზი ხშირადაა - ოთახის მტვერი, ნესტის სოკო, შინაური ცხოველები და ა.შ.

 

მწეველის ბრონქიტი - ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად მწეველობის გამო ვლინდება.

 

რეფლუქსი - როდესაც მჟავა ბრუნდება კუჭიდან უკან საყლაპავში და იწვევს ხველას.

 

ინფექციის შემდგომი ხველა - როდესაც ხველა რჩება მძიმე ინფექციური დაავადებების შემდეგ, მაგალითად: პნევმონია, კოვიდ-19, გრიპი და სხვა.

 

პოსტნაზალური წვეთი, ასევე ცნობილია, როგორც ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი - გამოწვეულია ყელის უკანა ნაწილში ლორწოს ჩანადენით, რაც აღიზიანებს ყელს და იწვევს ხველის რეფლექსს.

 

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები - ზოგიერთ პაციენტებში მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხველა. ამ მედიკამენტების დასახელება &ქუოტ;პრილზე&ქუოტ; მთავრდება როგორც წესი და მოიცავს ენალაპრილს, კაპტოპრილს, რამიპრილს და სხვა.