რა არის თრომბოფლებიტი?
თარიღი: 26 აპრილი, 2026
თრომბოფლებიტი ვენის ანთებაა, რომელსაც ახლავს თრომბოზი - სისხლის კოლტის განვითარება ვენის სანათურში. პროცესი ნებისმიერ ვენაში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უფრო დამახასიათებელია კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი და თრომბოფლებიტი.
გამომწვევი მიზეზის, მდგომარეობის სიმძიმის და დაზიანებული ვენის მდებარეობის გათვალისწინებით, ზოგჯერ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც განვითარდეს.
დაავადება შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში განუვითარდეს, თუმცა თრომბოფლებიტის რისკი ბევრად მატულობს:
45 წლის ასაკის შემდეგ
მეტაბოლური დარღვევების არსებობისას (სიმსუქნე, დიაბეტი)
ფიზიკური აქტივობის არარსებობისას
სისხლის შედედების დარღვევევბით (ჰიპერკოაგულაციით) მიმდინარე დაავადებების დროს
კონკრეტული მედიკამენტების მიღების ფონზე და სხვა
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა