თარიღი: 17 აგვისტო, 2020
სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ის ფართოდ გავრცელებული ხილია და მისი კვალი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მასალებშიცაა ნანახი.
ვიტამინების და მინერალების გემრიელი წყარო
- ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს - მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.
ახლა მინერალურ ნივთიერებებს მივყვეთ - ქლიავი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, რკინას, თუთიას, იოდს.
მდიდარია ორგანულ მჟავებით, პექტინით, უჯრედისით, ბუნებრივი ანტისეპტიკებით.
რა შეუძლია ქლიავს
- კალციუმის და ფოსფორი ძვლის მთავარი მინერალური შემდგენელი ნაწილია.
- პექტინები და უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას, აქვთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ქლიავი შეკრულობის დროს ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის ამ მიზნით ქლიავი ჩირის გამოყენებაც შეგძლიათ ფაფების ან კომპოტის შემადგენლობაში.
- B ჯგუფის ვიტამინები, რაც დიდი რაოდენობითაა ქლიავის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, კანის, თმის სიჯანსღეს, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.
- ჯადოსური C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც მზარდი ძვლოვანი სისტემისათვის მატრიქსს წარმოადგენს.
- სცადეთ უმადო პატრებისათვის - დადგენილია, რომ ქლიავი მადის მატებას იწვევს.
- საკვები ბოჭკოები ყაბზობასთან ბრძოლის გარდა ნაწლავური ბაქტერიების განვითრებას უწყობს ხელს, რადგან მათთვის საუკეთესო საკვებია.
- ქლიავის შემადგემლობაში არსებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ანემიის განვითარებას უშლის ხელს.
ბუნებრივი ანტისეპტიკების გამო კი ქლიავს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი აქვს, რაც პირის ღრუდან იწყება.
როგორ და რა ასაკიდან
- ქლიავის მიცემა 6-7 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს.
- ქლიავის მიცემამდე სჯობს ჯერ სხვა ხილი გაასინჯოთ. შეჩვევა ქლიავის რამდენიმე წვეთით დაიწყეთ. თუ პატარას ალერგია ან მონელების პრობლემები არ ექნება, პიურეს მიცემაც შეგიძლიათ. შესთავაზეთ 40-50 გრამი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ხილთან ან ბურღულეულთან ერთად.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე