თარიღი: 12 დეკემბერი, 2020
რა მნიშვნელობა აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ დიაგნოსტიკასა და რისკების დროულ ანალიზს, მკურნალობის რა ულტრათანამედროვე მიდგომაა დანერგილი ალადაშვილის კლინიკაში და რა უნდა იცოდეს მაღალი წნევის მატარებელმა პაციენტმა - ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი-კარდიოლოგი, ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი და ალადაშვილის კლინიკის ჰიპერტენზიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა რეხვიაშვილი.
მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტზენზია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდეც ათწლეულების წინ აღიარა ჰიპერტენზია, როგორც კარდიოვასკულური (გულ-სისხლძარღვთა) ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი რისკ-ფაქტორი.
საფრთხეები:
მაღალი წნევის მქონე პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე და აკონტროლებენ წნევას, ანუ მათი წნევის ციფრები ≤140/90 mm.vwy.sv.-ია, გააჩნიათ ჯანმრთელი ადამიანის შესაბამისი პოტენციური რისკი გართულებების განვითარების კუთხით. არაკონტროლირებული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კი:
- ირღვევა თირკმლების ფუნქცია და მაღალია თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობა;
- სქელდება გულის მარცხენა პარკუჭის კედელი, რაც ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და გულის უკმარისობის შემთხვევებს;
- მამაკაცებში საგრძნობლად ქვეითდება სექსუალური აქტივობა ერექციული დისფუნქციის გამო, რაც ძალზე ხშირად მოსალოდნელი სერიოზული გულსისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების ადრეული მაცნეა;
- ქვეითდება მხედველობა, შრომისუნარიანობა, ყურადღება;
- იმატებს ძილიანობა და მოთენთილობა
ხშირად, არანამკურნალებ და არაკონტროლირებად შემთხვევებში, პირველი გამოვლინება შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევაც იყოს.
სავალალო დაუდევრობა:
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ ის მაღალი წნევის მატარებელია. ზოგიერთი მათგანი ექიმის დანიშნულებას იღებს, ზოგიც - თვითმკურნალობას ეწევა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთიც, რომელიც თვითნებურად ცვლის გამოწერილ მედიკამენტებსა და დოზებს, უფრო მეტიც, საერთოდ უარს ამბობს აუცილებელი პრეპარატების მიღებაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ წნევის მომატებული ციფრები მისთვის ნორმაა ასაკის, სქესის, სხეულის მასის თუ გენეტიკური ფაქტორის და სხვა მიზეზების გამო.
რეალობა კი ისაა, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ან არ მკურნალობას, ან მედიკამენტების მიღების მიუხედავად ატარებს 140/90 მმ.ვწყ.სვ.-ის ტოლ ან უფრო მეტ წნევას, არის მაღალი რისკის ქვეშ.
ადრეული დიაგნოსტიკა:
სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიპერტენზიის ადრეულ დიაგნოსტიკას, სამიზნე ორგანოების დაზიანების და რისკ-ფატორების ადრეულ გამოვლინებას, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი,
- ქოლესტერინის ცვლის დარღვევა,
- მარილის ჭარბი მოხმარება,
- მჯდომარე ცხოვრების წესი,
- მწეველობა და სხვ.
ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის ადრეულ დაწყება და სამიზნე წნევის მიღწევა. ყოველივე ეს დრამატულად შეამცირებს შემდგომი გართულებების გამვითარების პოტენციურ რისკს.
სპეციალური სამკურნალო პაკეტი - ულტრათანამედროვე მიდგომა:
მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ალადაშვილის კლინიკის არტერიული ჰიპერტენზიის შემსწავლელ ცენტრში, გადავწყვიტეთ სპეციალური აქციის ჩატარება მაღალი წნევის მქონე პაციენტთა დიაგნოსტირების, რისკების ანალიზის, სამიზნე ორგანოთა დაზიანების გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით.
შექმნილი სპეციალური სამკურნალო პაკეტი მოიცავს ჰიპერტენზიის თანამედროვე გაიდლაინით მოწოდებულ კომპლექსურ კვლევას ჰიპერტენზიის შედეგად ორგანიზმზე გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის. შემუშავებული პაკეტი საშულებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის გამოუსწორებელი დაზიანება.
ცნება „რაც ადრე, მით უკეთესი“, აბსოლურუტად შეესაბამება ჰიპერტენზიის პრობლემატიკას!