თარიღი: 29 დეკემბერი, 2016
მოსახლეობისათვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე კომპეტენტური აზრის მოსმენის მიზნით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ნეიროქირურგს ბატონ გაგა ბეგიაშვილს.
ბატონო გაგა, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ნეიროქირურგს?
ხერხემალი მთავარ როლს ასრულებს ადამიანის ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში. იგი არის საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძი, რომლის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა იწვევს ადამიანის ნორმალური ცხოვრების რითმის დარღვევას.
ტკივილი ხერხემლის მიდამოში! დასაბამიდან დღემდე ადამიანის ცხოვრებაში მთავარ პრობლემად რჩება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც საყოფაცხოვრებო ან პროფესიული პირობების ასევე კონკრეტული დაავადების გამო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა ტოვებენ, რასაც ზოგჯერ სავალალო შედეგამდე მივყავართ.
ხშირ შემთხვევაში როდესაც აღენიშნებათ ტკივილი წელის არეში პაციენტები მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმებს. შედეგად სხვადასხვა გამოკვლევებით და მკურნალობით ხანგრძლივდება ხერხემალში მიმდინარე პროცესები. პაციენტმა პირველ რიგში ხერხემლის ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში უნდა მიმართოს ნეიროქირურგს, რათა გამოირიცხოს ნეიროქირურგიული პათოლოგია.
რა მნიშვნელობა აქვს ნეიროქირურგთან განხორციელებულ დროულ ვიზიტს?
ხშირად არის შემთხვევები რომ ნეიროქირურგთან დაგვიანებული ვიზიტის შედეგად საკმაოდ მძიმე შემთხვევას წავაწყდებით. როგორიც არის ხერხემლის მალებში განვითარებული სიმსივნური პროცესი, პათოლოგიური მოტეხილობები და ასეთი პაციენტების უმეტესობა კარგავს სიარულის უნარს და ყველაზე კარგ შემთხვევაში ისინი აგრძელებენ სოციალურ ცხოვრებას ეტლით. ასეთი სავალალო გართულებების თავიდან არიდების მიზნით ხერხემლის მიდამოში განვითარებული ნებისმიერი ჩივილის დროს პაციენტებს ვურჩევ რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ნეიროქირურგს.
კონკრეტულ შემთხვევას ხომ ვერ მოიყვანდით მაგალითად ბატონო გაგა, რომელიც დამაფიქრებელი იქნება იმ პაციენტებისთვის ვინც ეხლა თქვენს რჩევებს ეცნობა?
მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: პაციენტი 33 წლის გოგო, რომელსაც ტკივილი ჰქონდა წელის არეში და მკურნალობდა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა პროფილის ექიმებთან და არ ჰქონდა ხერხემლის სვეტის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა.ნეიროქირურგთან დაგვიანებული ვიზიტის გამო განუვითარდა ხერხემლის მალის სხეულის სპონტანური მოტეხილობა, რომლის შემდგომაც პაციენტმა დაკარგა მოძრაობის უნარი. მაგნიტურ–რეზონანსული კვლევით კი დადასტურდა გულმკერდის მე–11 მალის სხეულის სიმსივნე.
რა ზომები შეგიძლიათ გაატაროთ მძიმე გამოსავალის თავიდან არიდების მიზნით?
მძიმე გართულებების თავიდან აცილების მიზნით ჩვენს კლინიკაში ტარდება ხერხემლის სვეტის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა. თუ ეჭვი იქნა მიტანილი სიმსივნურ პროცესზე, კეთდება ბიოფსია და დგინდება სიმსივნის გენეზი ანუ წარმომავლობა და ზოგჯერ პაციენტები რადიკალური ოპერაციული მკურნალობის ნაცვლად, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მკურნალობა მიმდინარეობს სხივური თერაპიით. ამ გზით სიმსივნური პროცესის შეჩერება ხდება და ზოგჯერ გამოჯანმრთელებაც დგება. აღნიშნული მკურნალობის მიდგომა თანამედროვე ხერხემლის ქირურგიაში არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი და საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება.მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე ნეიროქირურგი დასვამს დიაგნოზს რასაც დროული დახმარება მოჰყვება.
რა განსხვავებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი პაციენტებს?
პირველად საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში , ჩვენს კლინიკაში ამა წლის სექტემბრის თვიდან დაინერგება ხერხემლის ოსტეოპოროზის და ჰემანგიომების ნეიროქირურგიული მკურნალობის მეთოდები. აღნიშნული ნოვაცია დაეხმარება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს რომლებიც აღნიშნული პრობლემების გამო მრავალი წლის მანძილზე განიცდიან დისკომფორტს და ვერ ახერხებენ ნორმალურ სოციალურ ცხოვრებას.
თქვენთვის პრობლემატურ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატობ გაგას შემდეგ ნომერზე 599 33 44 22