მთავარი განსხვავება ქიმიაშია
წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რათქმაუნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.
ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყპბს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება , რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას.
სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.
B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.