Nuk
რატომ რობოტული ქირურგია?

თარიღი: 02 დეკემბერი, 2025

გსმენიათ რობოტულ ქირურგიაზე?

თუ წლების წინ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი იყო, დღეს ეს ყველაზე ზუსტი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია მედიცინაში.

 

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, კი ამ ტექნოლოგიას სრულყოფილად ფლობენ და რობოტების მეშვეობით ოპერაციებს აკეთებენ.

 

ლაპარასკოპიის შემდგომ ეს უდიდესი ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ხშირ შემთხვევაში, 24 საათში გავწეროთ პაციენტი. რობოტული ქირურგიის შემდგომ მინიმალურია პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დრო, თითქმის არასდროს ფიქსირდება ტკივილი, სისხლდენის რისკები წარმოუდგენლად შემცირებულია, ისევე როგორც ხილული ტრავმა და ჩარევის კვალი.

ჩვენი შესანიშნავი ქირურგები ამ ტექნოლოგიით თითოეულ მოძრაობაზე მაქსიმალურ სიზუსტესა და კონტროლს აღწევენ, რაც ყოველ ოპერაციაზე საუკეთესო შედეგების მიღებას ემსახურება.

სწორედ ამიტომ, ანდეთ ჯანმრთელობა პროფესიონალებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან/და ჩასაწერად მოგვმართეთ:

032 243 01 00