Plasmon
რატომაა სასარგებლო ჭარხალი და რატომ არ უნდა მისცეთ ის 8 თვემდე ასაკის ჩვილს?

თარიღი: 04 დეკემბერი, 2019

ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ევროპელები უკვე უკვე უყვარდათ ჭარხალი.
შუა საუკუნეების ექიმებმა კი მისი სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და სისხლმბადი სისტემის დაავადებების, შეკრულობის წინააღმდეგ გამოიყენეს.
ის, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ჭარხალს ვუწოდებთ, მცენარის ფესვია, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

რატომაა ჭარხალი ასე სასარგებლო

- იმიტომ რომ მასში დიდ რაოდენობით C, PP, B ჯგუფის ვიტამინებს და ანტისოქსიდანტებია.
- არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიობას.
- მდიდარია იოდით, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქიცონირებისათვისაა საჭირო.
- შეიცავს რკინას, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.
- ჭარხალში დიდი რაოდენობითაა პექტინი და უჯრედისი. სწორედ ამ ნივთიერებების გამოა ის ცნობილი უხსოვარი დროიდან, როგორც ნაწლავთა შეკრულობის მკურნალობისათვის საუკეთესო საშაულება. ამავდროულად ჭარხალი არ იწვევს გაზების დაგროვებას.
- შეიცავს ბეტაინს, სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც ჭარხალს მუქ წითელ ფერს აძლევს, ბეტაინი აქტიურად მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების ცვლაში.

რა არასკიდან მივცეთ ჩვილს ჭარხალი

არ გირჩევთ ჭარხლის მიღებას პირველ დამატებით საკვებად, რადგან ის დიდი რაოდენობით უჯრედისსდა პექტინს შეიცავს და პატარას მისი მონელება შეიძლება გაუჭირდეს.
ჭარხალი ჩვილს 8 თვიდან შეგძლიათ მისცეთ იმ პირობით, რომ მას ამ მომენტისათვის უკვე გასინჯული აქვს სხვა ბოსტნეული -კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ამავე დროს გაითვალისიწინეთ, რომ ადრეულ ასაკში ბოსტნეულის პიურეს შემადგენლობაში ჭარხლის რაოდენობა 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორ ავარჩიოთ

შეარჩიეთ მცირე ან საშუალო ზომის ჭარხალი. ის გაცილებით გემრიელი და ნაზია, ვიდრე დიდი ზომის ძირხვენი.
მისი კანი დაუზიანებელი უნდა იყოს,
შეარჩიეთ მკვრივი ნაყოფი
გახსოვდეთ, რომ ჭარხალი პრაქტიკულად ფესვია, რომელიც მიწისქვეშაა და ის აქტიურად იწოვს მიწიდან პესტიციდებს, ჰერბიციდებს და მძიმე მეტალებს. ამიტომ ეცადეთ, ბიოპროდუქტი შეარჩიოთ.
ჭარხლის შენახვა მაცივარში 1 კვირის მანძილზე შეგიძლიათ.

არ შეგეშინდეთ

ჭარხლის მიცემის შემდეგ ბეტაინის შემცველობის გამო ბავშვის შარდი და განავალი წითლად იფერება, რაც დაავადება არ არის და თავისთავად გაივლის.

ჭარხლის მიცემა არ შეიძლება, თუ ბავშვს აქვს:
- ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
- შაქრიანი დიაბეტი
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები

აი, ბოსტნეულისა და ხორცის გემრიელი სადილის რეცეპტი 8 თვიდან

დაჭრილი საშულო ზომის სტაფილო, მცირე ზომის ჭარხლის ½ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ბოლომდე არ დაიფაროს და მოხარშეთ, აკონტროლეთ ქვაბში წყალი. თუ დამატება გჭირდებათ, დაამატეთ კვლავ მდუღარე წყალი. 
ბოსტნეულის შერბილების შემდეგ ჩაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი საშუალო ზომის კარტოფილი და მოხარშეთ. მიღებულ მასას შეურიეთ ინდაურის ან კურდღლის მოხარშული გატარებული 50 გრ ხორცი, გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით და დააბლენდერეთ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე