Plasmon
რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია

თარიღი: 10 აგვისტო, 2020

რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია

თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი– მაია ხერხეულიძე.

 

სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციებს ავადობის სიხშირის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავიათ. ყოველწლიურად მწვავე რესპირაციული ინფექციით დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ავადდება. ინფექციის პიკი ჩვეულებრივ ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდს ემთხვევა. ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ხშირია და შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში, რაც სასუნთქი გზების თავისებურებებით და იმუნური სისტემის უმწიფრობით არის განპირობებული. თუ მოზრდილთა პოპულაციაში რესპირაციული ინფექცია წლის განმავლობაში 1-2-ჯერ ვითარდება, ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც იწყება ბავშვის სოციალური არეალის გაფართოება (ბაღში, სკოლაში სიარული), ნორმად ითვლება ვირუსული ინფექციის 3-6 ეპიზოდი ყოვლწლიურად. სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები აგრეთვე ხშირად გვხვდება მოხუცებულებში. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი,რომელიც ავრცელებს ვირუსებს ლაპარაკის, ხველების,ცხვირცემინების დროს. დაინფიცირებისათვის საჭიროა შედარებით ახლოკონტაქტი. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გავრცელება დაინფიცირებული საგნის (სათამაშოების, ჭურჭლის და სხვ.) მეშვეობით. ხშირად გაიგონებთ "ვირუსი არ მაქვს, მხოლოდ გაციებული ვარ და დაავადება არავის გადაედება". ეს არასწორი მოსაზრებაა. გაციებაც ვირუსული ინფექციით არის განპირობებული, რომელიც მოზრდილ ადამიანთან შესაძლებელია საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობდეს, თუმცა ასეთ ინფექციებს მაღალი კონტაგიოზურობა – ანუ დასნებოვნების უნარიახასიათებთ და ბავშვთან ხშირად საკმაოდ მძიმე სიმპტომებითაც შეიძლება გამოვლინდეს. დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე 1-2 დღით ადრე და დაავადების ნიშნების გამოჩენიდან 5 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ სასუნთქი სისტემის ინფექციის პირველი ნიშნები ვლინდება ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ მე-2-3 დღეს საერთო სისუსტით, კატარალური მოვლენებით: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებით, სურდოთი, ყელისტკივილითა დაშემაწუხებელი ხველით. ხშირ შემთხვევაში ამ ნიშნებს თან ერთვის ტემპერატურული რეაქცია. თუ დაავადება გამოწვეულია გრიპის ვირუსით მოცემულ ჩივილებთან ერთად ვლინდება საერთოსისუსტე,შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თვალების ტკივილი და სინათლის შიში.

 

ადრეული ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინებადა ნაწლავთა მოქმედების გახშირება. უმეტეს შემთხვევებში დაავადება გრძელდება 1 კვირის განმავლობაში, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლებაგაგრძელდეს 2 კვირაზე მეტ ხანს. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციისაგანპრევენციის პირობასწარმოადგენს ვირუსის გავრცელების თავიდანაცილება ჰიგიენის წესების სრული დაცვით.

 

ამისათვის აუცილებელია:

• ხელის საპნითა და წყლით ხშირი დაბანა;

• ხველების ან ცემინების შემთხვევაში პირზე ან ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის მიფარება;

• დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენა;

• მრავალფეროვანი საკვების მიღება, მათ შორის ბოსტნეულისა და ხილის, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით;

• მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვილი ბავშვის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას ძუძუთიკევბა წარმოადგენს;

• გრიპის პროფილაქტიკის ძირითად მეთოდს ვაქცინაცია წარმოადგენს. ვაქცინაციის პროცესში ორგანიზმში შეჰყავთ ინაქტივირებული (მკვდარი) ვირუსი, რომელიც არ იწვევს დაავადებას, მაგრამ განაპირობებს ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავებას.

 

მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ მარტივად უყურებს მწვავე რესპირაციულ ინეფექციებს და არ თვლის საჭიროდ მკურნალობის ჩატარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემულ დაავადებებს საკმაოდ ხშირი და მძიმე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. მაგალითისთვის შესაძლებელია 1918 წელს განვითარებული გრიპის პანდემია ე.წ "ესპანური გრიპი" გავიხსენოთ, რომელმაც მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების არასწორი და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ბრონქიოლიტი, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტი და სხვ. ამიტომ აუცილებელია დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მივმართოთ ექიმს და შევასრულოთ მისი რეკომენდაციები.

 

ვირუსული ინფექციების შემთხვევაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სიმპტომური თერაპია, ანუ ინიშნება პრეპარატები ისეთი სიმპტომების საწინააღმდეგოდ,როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა და ცხვირის გაჭედვა. მეტად მნიშვნელოვანია სითხით დატვირთვა, მრავალფეროვანი საკვების მიწოდება, ოთახის ჰაერის დატენიანება. უკანსკნელ პერიოდში სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების დროს სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ დაავადების გამომწვევზე და ამავე დროს ახდენენ იმუნიტეტის სტიმულირებას. ასეთ პრეპარატს მიეკუთვენება ლარიფანი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუიკლეინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ინტერფერონის ინდუცირებას, ახდენს ანტივირუსულ და იმუნომამოდულირებელ მოქმედებას, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მკვეთრად მცირდება დაავადების ხანგრძლივობა და გართულებების განვითრების რისკი. დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ევროპული ხარისხის პრეპარატი ლარიფანი მრავალი სახით არის წარმოდგენილი: სპრეი, მალამო, ჟელიბონის სახის საწუწნი ტაბლეტები, რექტალური თუ ვაგინალური სანთლები, ტუჩსაცხი.

 

შესაბამისად მის გამოყენებასაც სხვადასხვა ჩვენებები აქვს: სპრეი გამოიყენება ყელში ან ცხვირში შესასხურებლად დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე პროფილაქტიკის მიზნით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში. ლარიფანის მალამო ასევე ეფექტურია ინფექციის პრევენციისთვის ხალხმრავალ ადგილებში ბავშვის გაყვანის წინ მიზანშეწონილია მისიწასმა ცხვირის ღრუში, რაც ამცირებს ინფიცირების რისკს. ლარიფანის მალამო, ისვე როგორც საწუწნი ჟელიბონებიაგრეთვე გამოიყენება პირის ღრუს ვირუსული ინფექციების შემთხვევაში. ეცადეთ, რომ დაიცვათ ბავშვი ვირუსული ინფექციების განვითარებისგან დაიცავით ჰიგიენის წესები, გამოიყენეთ ლარიფანი და მინიმუმამდე შეამცირეთ ბავშვის ავადობის რისკი.