Plasmon
როდიდან მიცეთ პატარას კივი და რისთვისაა ის სასარგებლო

თარიღი: 21 იანვარი, 2020

ახალი ზელანდიის მკვიდრი ფრინველი კივის შესახებ გსმენიათ რამე?
ფრინველი კია, მაგრამ ფრენა არ იცის, ამიტომ მიწაზე გოგმანი ურჩევნია.
კიდევ, იცით, რითია ის განსაკუთრებული? ეს ფრინველი ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოა და მისი სურათი დატანილია ამ ქვეყნის რამდენიმე მონეტასა და საფოსტო მარკაზე.
და მთავარი - გარეგნული მსგავსების გამო ერთ-ერთ ციტრუსოვან გემრიელ ხილს მისი სახელი ჰქვია.
დიახ, კივიზე უნდა გიამბოთ.
წარმოშობით ის ჩინეთიდანაა, ახალ ზელანდიაში გასული საუკუნის დასაწყისში მოხვდა, როცა ჩინეთიდან მისი თესლი ვანგანუის ქალთა კოლეჯის დირექტორმა მერი იზაბელ ფრეიზერმა ჩაიტანა და საბოლოოდ ცნობილ სელექციონერს ალექსანდრ ალისონს ჩაუვარდა ხელში. და დაიწყო... დღეს კივის რამდენიმე ჯიში არსებობს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მოჰყავთ.

კივის სიკეთეები
ეს ციტრუსი В ჯგუფის, C K, E ვიტამინების წყაროა. მის შეადგენლობაშია ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, მანგანუმი, ფტორი, ფოსფორი და ნატრიუმი.
ძალიან მდიდარია უჯრედისით, ამიტომ ყაბზობის დროს საუკეთესო საშუალებაა, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო მოქმედებს იმუნიზტეტზე,
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეს, ამშვიდებს ხველას,
სასარგებლოა კანისა და თმისათვის. მისი ექსტრაქტი ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია.
კივი შეიცავს ლუთეინს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. მისი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება და ამიტომ ლუთეინის მიწოდებას ბავშვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეორე ნივთიერება, რომელიც ასევე უწყობს ხელს თვალის ფუნქციონირებას, კივის შემადგენლობაში არსებული ზეაქსანთინია.
ფლავონოიდებსა და კაროტინოიდებს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ.
კივის შემადგენლობის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთიერება დიდი რაოდენობით - ფოლიუმის მჟავა, რომელიც ანემიის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომ ის ძალიან სასარგებლო ხილია არამარტო ბავშვების, არამედ ორსული ქალებისთვისაც.
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ არგინინი, რომელიც კივის შემადგენლობაშია და მამაკაცური პოტენციისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.
ერთი კივი პრაქტიკულად ფარავს C ვიტამინის სადღეღამიოს ნორმას. K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო კივი თრომბების წარმოქმანს უშლის ხელს.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა კივი ფერმენტ აქტინიდინს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ცილების გახლეჩავასა და გვეხმარება მათს მონელებაში. ამიტომ მძმე სადილ-ვახშმის საუკეტესო დესერტი სწორედ კივი შეიძლება იყოს.
კივი სეროტონინის წყაროა - ეს ჯადოსნური ნივთიერება დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწობაზე, აწესრიგებს ძილს, მადას, ებრძვის დეპრესიას.

როდიდან?
1 წლამდე მისი მიცემა არ ღირს. 1 წლის შედმეგ კი ფრთხილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.


ოღონდ გაითვალისწინეთ:
კივი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულ პატარებში მისი მიცემა ექიმთან შეთანხმების გარეშე მართებული არ არის.
ნუ მისცემთ ამ ციტრუსს, თუ ბავშვს კუჭის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გატრიტი აქვს.
მისი მიცემა არც დიარეის დროს შეიძლება.
კივიში უხვადაა მჟაუნმჟავას მარილები, ამიტომ თუ ბავშვს შარდში ბევრი ოქსალატი აქვს, კივი მისთვის ნაჩვენები არ არის.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ
შეფასების მთავარი კრიტერიუმი ნაყოფის სიმკვრივეა. ყველაზე უპრიანია, საშუალო სიმკვრივის ნაყოფის შერჩევა
აუციელბლად შეაფასეთ სუნი - კივის ნაყოფს სპეციფიური არომატი აქვს.
ნაყოფის ბუსუსიან კანზე არ უნდა იყოს ლაქები ან დაზიანებები.
თუ მაგარი ნაყოფი იყიდეთ, დადეთ რამდენიმე დღით მშრალ ადგილას. ნუ შეინახავთ მაცივარში. ოთახის ტემპერატურაზე ის მალეც დამწიფდება და უკეთაც შეინახება. მაცივარში კი მალე გამოშრება და გემოს კარგავს.
გახსოვდეთ, კივის შენახვის მაქსიმალური ვადა დაახლოებით 10 დღეა.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე