Plasmon
როდის მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს

თარიღი: 29 მაისი, 2018

უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე. აგრეთვე დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობა ზრდასრულ ადამიანებში, სათავეს  იღებს ბავშობის ასაკიდან. სწორედ ამიტომ, ოჯახში ახალი წევრის გაჩენისას, რეკომენდებულია ბავშვი გამოკვლეულ იქნას  ბავშვთა კარდიოლოგის მიერ.

ბავშვთა კარდიოლოგის  გამოკვლევას  აუცილებლად საჭიროებენ 0-16 წლამდე ასაკის  ბავშვები, რადგან დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან ისეთი სიმპტომებით, რომელიც მშობლის მიერ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. მომავალში კი შეიძლება გამოიწვიოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის შეუქცევადი ცვლილებები.

სიმპტომები სხვადასხვა ასაკის ბავშვებში განსხვავებულია.

 

საგანგაშო  სიმპტომები მეძუძურ ახალშობილებში:

კვებასთან დაკავშირებული პრობლემები: კვების დროს ადვილად დაღლა, სუსტი წოვა,  ქოშინი, ოფლიანობა, ცხვირ-ტუჩის სილურჯე;

კანისა  და ლორწოვანის  სილურჯე ან პირიქით სიფერმკრთალე;

წონაში  ნელი მატება;

ხშირი და უმიზეზო ტირილი, ამასთან ტირილის დროს ბავშვის გაფერმკრთალება ან პირიქით გალურჯება.

საგანგაშო სიმპტომები სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში:

სწრაფი დაღლა ფიზიკური დატვირთვისას;

თავბრუსხვევა და სისუსტე;

გულისწასვლა ან გულისწასვლის წინა მდგომარეობა;

გულმკერდის არეში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება ( ჩხვლეტითი ტკივილი, გულის ფრიალი, გულისცემის უეცარი აჩქარება ან შენელება). 

 

როდის მივმართოთ  ბავშვთა კარდიოლოგს?

თუ  პედიატრს აქვს ეჭვი, გულის პათოლოგიის არსებობაზე;

გამოსარიცხია გულის თანდაყოლილი  მანკი და გულის რითმის დარღვევები;

თუ ოჯახის წევრებს  აქვთ გულის პათოლოგიები;

თუ მშობლების აქვს მავნე ჩვევები;

ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციების ან სხვა მდგომარეობების დროს, რაც ამძიმებდა ორსულის მდგომარეობას;

პროფილაქტიკური კვლევისთვის.

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ბავშვი:

ხშირად უხალისოდაა;

ადვილად იღლება;

ნაკლებად მოძრაობს;

უფერულია;

ცხვირ–ტუჩის არე მოლურჯო ფერის ქვს;

გაძლიერებული აქვს გულისცემა.

აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა კარდიოლოგს.

 

გახსოვდეთ!

ბავშვთა გულის დაავადებები ყოველთვის არ გამოვლინდება  რაიმე სიმპტომით. არც თუ ისე იშვიათად, დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად და მისი გამოვლენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ პაციენტის კომპლექსური კვლევით.

კარდიოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, გულის ანატომია და სტრუქტურა, ასევე   გულის გამტარი ფუნქცია.

პათოლოგიური პროცესების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.