Nuk
როდის უნდა დავიწყოთ ფოლიუმის მჟავის მიღება?

თარიღი: 01 ივნისი, 2025

ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის ვიტამინია (ვიტამინი B9), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და აუცილებელია სისხლ-წარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება. 

 

რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, ხოლო გაგრძელება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

ფოლიუმის მჟავის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომელთაც ჰქონდათ წინა ორსულობებში ნეირონალური მილის დეფექტები ან იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს.

 

ორსულობის დაგეგმვამდე კონსულტაცია ექიმთან აუცილებელია, რათა ფოლიუმის მჟავის დოზა და ხანგრძლივობა სწორად იყოს განსაზღვრული.